ფეხბურთი

22:27 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "კობიაშვილმა მხარდაჭერა დაიმსახურა და მჯერა, ისე გააგრძელებს, როგორც დაიწყო"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით მეორედ ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ყრილობას, რომელიც დღეს გაიმართა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, კობიაშვილის მმართველოს პერიოდში ქართული ფეხბურთი განვითარდა და მხარდაჭერა დაიმსახურა.

„მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა ლევანისთვის და მისი გუნდისთვის. მიმაჩნია, რომ მან დაიმსახურა ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა და აქვს, რადგან 4 წლის მუშაობის მანძილზე შეძლო და გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია, არამხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქართულ ფეხბურთზე, სადაც ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და მე მჯერა, რომ ლევანი ზუსტად ისე გააგრძელებს, როგორც დაიწყო. ის იყო გენიალური ფეხბურთელი და იმსახურებს იმ ნდობასა და მხარდაჭერას, რომელიც მას აქვს“, - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.

შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად პირველად 2015 წელს აირჩიეს, ხოლო ახლა სფფ-ის 2023 წლამდე უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113715