ფეხბურთი

21:18 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: "გერმანიაში გამარჯვებისთვის ჩავალთ"

დონეცკის „შახტარის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ „აინტრახტთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დონეცკელები მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდნენ, ფრე ცუდი შედეგი არაა.

„ხასიათი ვაჩვენეთ და ნორმალურ შედეგს მივაღწიეთ. თამაშამდე გამარჯვებას ვგეგმავდით, მაგრამ თამაშის სურათიდან გამომდინარე ფრე ნორმალური შედეგია, ცუდი ნამდვილად არაა. კარგი თამაში ვაჩვენეთ და თითოეული მონაკვეთისთვის ვიბრძოდით.

სტეპანენკოს გაძევება? - რთული ახლა თქმა, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა. მეტოქე ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, ყველა მუშაობდა, იბრძოდა, ჩვენ კი მცირე შეცდომები დავუშვით და ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ გერმანიაში იგივე არ გავიმეორეთ. ყველა შემთხვევაში გამარჯვებისთვის ჩავალთ, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა“, - განაცხადა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტსა“ და „შახტარს“ შორის საპასუხო მატჩი 21 თებერვალს, ფრანკფურტში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117051