ფეხბურთი

18:44 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ვერტონგენი გამოარჩიეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი იან ვერტონგენი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ბელგიელმა ფეხბურთელმა ხმათა უმეტესობა მიიღო.

ვერტონგენმა „დორტმუნდთან“ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა, რის გამოც გულშემატკივრებმა მისი თამაში გამოარჩიეს.

„ტოტენჰემის“ მცველის კონკურენტები „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო, პსჟ-ს წევრი მარკო ვერატი და „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა იყვნენ.

0.114464