ძიუდო

17:25 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

14 ძიუდოისტით დიუსელდორფის გრანდ სლემზე

ცნობილი გახდა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაგეგმილ გრან სლემზე წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ მომავალი შეჯიბრი 22-24 თებერვალს შედგება, საქართველოს ნაკრების რიგებში კი ყველა წონაში ორ-ორი ძიუდოისტს ვიხილავთ, ამდენად, ტატამზე 14 ჩვენებური გავა.
წინასწარი ინფორმაციით, გრანდ სლემში 98 ქვეყნის 697 ძიუდოისტი (414 კაცი+283 ქალი) ჩაებმება. კაცთა შეჯიბრში პარასკევს მედლები 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, შაბათს – 73 და 81-ში, კვირას კი – 90, 100 და +100-ში.
დილის სესია თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრანდ სლემზე
60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი გუგულაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ. – გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი
90 კგ. – გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ. – ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123667