ფეხბურთი

11:20 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის გამართვა ახალ სტადიონზე სურს

უეფამ, შესაძლოა, „ტოტენჰემს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხდფინალური მატჩის გამართვა ახალ სტადიონზე დაანებოს, გვამცნობს Evening Standard. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, პრემიერლიგის ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრას, „დეზები,“ დიდი ალბათობით, „უემბლიზე“ ჩაატარებენ.

მართალია, მეოთხედფინალზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ „დორტმუნდთან“ მოგებული პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ (3:0), თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ლონდონელები შემდგომ ეტაპზე გააღწევენ.

7 თებერვალს, „ტოტენჰემმა,“ „არსენალთან“ საშინაო მატჩის 2 მარტს გადადების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ლონდონური დერბით 62 ათასიანი სარბიელის გახსნა, ნაკლებად სავარაუდოა, უსაფრთხოების მიზნით.

მეოთხედფინალური რაუნდის პირველი მატჩები 9-10, საპასუხო კი 16-17 აპრილს გაიმართება.

თეგებიტოტენჰემი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126813