თამაშგარე

10:23 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოანა გონსალესმა მატყუარობა აღიარა

დიდი მაიმუნი ვინმეა არგენტინელი ფოტო-მოდელი და ჟურნალ “ფლეიბოის“ სახე, ხოანა გონსალესი, რომელმაც შარშან ზაფხულში განაცხადა, რომ თანამემამულე ლეო მესისთან სექსი ორჯერ ჰქონდა და არგენტინელი ვარსკვლავი “იმ ამბავში“ განსაკუთრებული დიდი ვერაფერია.

თავად ლეო მესიმ ეს ამბავი კომენტარის გარეშე დატოვა, მაგრამ არ წაუყრუა მესის ცოლმა ანტონელმა რეკუზომ, რომელიც ამბობს, რომ ქმარს ბოლომდე ენდობა და მავანი მოდელის ბოდვა მის სიყვარულს ვერაფერს დააკლებს. ამასთან ისიც თქვა, რომ მესი საწოლშიც მრავალი “გოლის გამტანია“ და თუ მოინდომა, საბნის ქვეშაც (ისევე როგორ მწვანე მინდორზე) დიდი ქარიშხლის დატრიალება ძალუძს.

სულ ახლანს კი ეპატაჟურმა ხოანა გონსალესმა აღიარა, რომ ლეოსთან თანაყოფის ამბავი მისი მოგონილი იყო და აინტერესებდა ამ ბოდვას როგორი რეაქციები მოყვებოდა საზოგადოებაში. ხოანას თქმით, ძალიან ადვილია ხალხის “აგდება“ და მას კარგად ესმის იმ ადამიანების, რომლებიც პოპულარობის მოხვეჭას თვითპიარით ცდილობენ.

0.141644