ფეხბურთი

3:26 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

Calciomercato-ს შეფასება "ნაპოლისთან": "ხარაბაძე ცდილობდა ღირებული შეექმნა"

შვეიცარიული „ციურიხის“ ქართველ მცველს ევროპა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. ბუნებრივია, 19 წლის ჩვენებურსთვის ერთი ხელის მოსმით ასეთ მაღალ დონეზე თამაში ადვილი არ ყოფილა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ურიგო მატჩი ჩაატარა.

მაგალითისთვის, ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Calciomercato-მ ლევანის თამაში შეაფასა და „ციურიხის“ რიგებში ყველაზე მაღალი ქულაც დაუწერა - 6. ხსენებული ქულა შვეიცრიული გუნდის ხუთმა ფეხბურთელმა დაიმსახურა და ერთ-ერთი ხარაბაძე გახლავთ. ამაზე მაღალი შეფასება კი, ლუდოვიკ მანინის შეგირდებს არ მიუღიათ.

„ქართველი ბავშვი თამაშს საკუთარ იღებდა მისი თანაგუნდელებისთვის რთულ საღამოს. ცდილობდა, რაღაც ღირებულის შექმნა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მის ფლანგზე მალუიტი იმას აკეთებდა, რასაც მოისურვებდა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ხარაბაძის „ციურიხი“ 3:1 დაამარცხა და მერვედფინალში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა. საპასუხო შეხვედრა ნეაპოლში ერთი კვირის თავზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ცნობილმა გამოცემამ Goal.com-მაც ლევანის თამაში 6 ქულით შეაფასა და "ციურიხის" რიგებში ამ გამოცემის მიხედვითაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

Loading...
სტატისტიკა
0.216804