ფეხბურთი

2:20 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხარაბაძისა და ხოჭოლავას ევროპული 90 წუთი

ევროპა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა - ლევან ხარაბაძემ და დავით ხოჭოლავამ.

დონეცკის „შახტარი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა, ორჯერ აგებდა, მაგრამ მარცხისგან თავი დაიხსნა და საპასუხო მატჩის წინ შანსი დაიტოვა - 2:2. აღსანიშნავია, რომ დონბასელები მე-16 წუთიდან მოყოლებული კაცნაკლულნი თამაშობდნენ, რადგან სტეპანენკო ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს.

ხოჭოლავამ დაცვის ცეტრში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება.

ევროპა ლიგაზე ლევან ხარაბაძის დებიუტი შედგა. 19 წლის ჩვენებურმა „ციურიხის“ შემადგენლობაში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ითამაშა. შვეიცარიულმა გუნდმა 1:3 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ქართველმა მცველმა კი 90 წუთი გაატარა მინდორზე.

საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ ნეაპოლში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116066