ჩოგბურთი

1:37 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის 40 უნებლიე შეცდომა და მარცხი მერვედფინალში

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 2 098 480 ევრო) მერვედფინალში გამოეთიშა, არადა, მარტონ ფუჩოვიჩის ბარიერი გადაულახავი ნამდვილად არ ყოფილა.

მე-9 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ყოჩაღად დაიწყო და უნგრელი ჩოგბურთელის მოწოდებაც აიღო, თუმცა, შემდეგ შეცდომებს უხშირა და მთელი გარჯა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. ნიკოლოზმა თავისი მოწოდება 5:3-ზე წააგო, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, იქ კი, ჩვენებურს შანსი არ ჰქონია.

სამწუხაროდ, აღნიშნულმა ბასილაშვილზე დამთრგუნველად იმოქმედა, უნებლიე შეცდომებს კიდევ უფრო მოუმატა და მე-2 სეტში უნგრელს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. საბოლოოდ, საქართველოს პირველი ჩოგანი 6:7 (1:7), 1:6 დამარცხდა. მატჩი საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, ნიკას კი 40 (!) უნებლიე შეცდომა (ფუჩოვიჩს - 11) და პირველ მოწოდებაზე მხოლოდ 46%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115183