ფეხბურთი

20:58 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰამშიკმა "ნაპოლი" დატოვა

სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრების ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი კარიერას ჩინეთის კლუბ "დალიან იფანში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სლოვაკი ფეხბურთელი აზიურ გუნდში 2021 წლამდე ითამაშებს. ფეხბურთელის სანაცვლოდ კი "დალიან იფანმა" 15 მილიონი ევრო გადაიხადა.

სლოვაკი ფეხბურთელი "ნაპოლიში" "ბრეშიადან" 2007 წელს გადავიდა. მარეკი ნეაპოლური კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 121 გოლით გახდა. ასევე, ჰამშიკმა კლუბის რეკორდი ჩატარებული მატჩების რაოდენობით დაამყარა და "ნაპოლის" მაისურით მოედანზე 520 შეხვედრაში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124056