ფეხბურთი

20:30 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონემ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სიმეონემ ესპანური კლუბი 2011 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ დიეგოს გუნდმა ყველა ტურნირზე 412 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 253 მოიგო და 68 წააგო. არგენტინელის ხელმძღვანელობით "ატლეტიკომ" ლა ლიგა ერთხელ მოიგო, ხოლო ევროპა ლიგა - ორჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107994