ფეხბურთი

22:26 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ოთხი სამიზნე ზაფხულში

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას გეგმავს. Mirror-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ პირველ რიგში ოთხი პოზიციის გამარგებას აპირებენ: დაცვის ცენტრი, დაცვის ორივე ფლანგი და შემტევი ფლანგი.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, გენერალურმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა უკვე მოინიშნა 4 ფეხბურთელი, რომელთა შესაძენად „იუნაიტედი“ ზაფხულში ფულს არ დაიშურებს.

ესენი არიან: „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა, „ფიორენტინას“ მარჯვენა მცველი ნიკოლა მილენკოვიჩი, „ნაპოლის“ ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი და „ატლეტიკოს“ მარცხენა მცველი ლუკას ერნანდესი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისთვის“ მიმდინარე სეზონსაც წარუმატებლად ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს საოცარი შედეგები აქვს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ-სთან უიმედო მარცხმა გუნდის გაძლიერები საჭიროება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა.

0.108703