ფეხბურთი

22:00 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაბიოს "ბაიერნმა" უარი უთხრა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლის ვარიანტი ჩაეშალა. Kicker-ის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი გასამრჯელოს სახით იმაზე გაცილებით დიდ თანხას ითხოვს, ვიდრე „რეკორდმაისტერი“ აპირებდა გადახდას.

ამრიგად, მიუნხენში გადაწყვიტეს, რომ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა აღარ გააგრძელონ.

აღსანიშნავია, რომ რაბიოს „ბარსელონაც“ ეპატიჟებოდა, მაგრამ მოლაპარაკებების გაწელვის გამო ესპანურმა გრანდმაც უარი თქვა ფეხბურთელის დამატებაზე.

შეგახსენებთ, რომ რაბიოს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის გამო კი, ფრანგული გუნდის განაცხადშიც ვეღარ ხვდება.

Loading...
სტატისტიკა
0.287456