ფეხბურთი

13:23 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ს 29-ე ყრილობას 15 თებერვალს სასტუმრო “ჰუალინგი” უმასპინძლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს, სასტუმრო “ჰუალინგში” ჩატარდება.
რეგისტრაცია – 11:00 საათიდან, ხოლო ყრილობის მუშაობა დღის 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ღონისძიებაზე დასასწრები აკრედიტაციები გაიცემა ადგილზე, 11:00 საათიდან. გთხოვთ, პროცესის გამარტივების მიზნით, 14 თებერვლის ბოლომდე მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება ელექტრონულ მისამართზე: მედია@გფფ.გე

0.128964