ფეხბურთი

11:54 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსის მე-600
ჯერ აღიარა, მერე უარყო

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა „აიაქსის“ წინააღმდეგ (2:1), „რეალის“ კაპიტნისთვის, სერხიო რამოსისთვის მე-600 მატჩი გამოდგა „სამეფო კლუბის“ მაისურით. ის „რეალის“ მეშვიდე ფეხბურთლი გახდა, ვისაც ამ მაჩვენებლისთვის მიუღწევია.

ყველაზე მეტი მატჩი მადრიდელთა შემადგენლობაში ლეგენდარულ რაულ გონსალესს ჩაუტარებია (741), მეორეზე მეკარე იკერ კასილიასია (725), მესამეზე კი მცველი მანოლო (710).

„აიაქსთან“ მატჩში, 89-ე წუთზე, რამოსი კასპერ დოლბერგს ეუხეშა და გააფრთხილეს. მერე კი, ჯერ თქვა: განგებ მივიღე ყვითელი (რადგან გაფრთხილება უკვე ჰქონდა), მომდევნო ეტაპებზე დისკვალიფიკაციისთვის თავი რომ ამერიდებინაო. შემდეგ კი გადათქვა და დასძინა: განგებ ამას როგორ ვიკადრებდიო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118893