ფეხბურთი

9:04 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „სამარცხვინოა. არ მგონია, თამაშგარე ყოფილიყო“

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში წაგების შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ სლოვენიელმა მსაჯმა, დარიო სკომინამ, ვიდეოარბიტრის გამოყენების შემდეგ, არასწორად გააუქმა ნიკოლას ტალიაფიკოს გოლი.

„ეს სამარცხვინოა. მსაჯებმა რამდენიმე განმარტება მოგვცეს - მეკარისთვის ხელის შეშლა, თამაშგარე...გამეორება ვნახე. კიდევ ვნახავ, სხვა რაკურსით. არ მგონია, თამაშგარე ყოფილიყო.“ - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვება ესპანური AS.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოარბიტრის (VAR) სისტემა, ჩემპიონთა ლიგაში პირველად გამოიყენება, მერვედფინალური ეტაპიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122664