ფეხბურთი

18:22 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" რაკიტიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

კატალონიის „ბარსელონას“ ივან რაკიტიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით „ბლაურგრანას“ შეუძლია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხორვატ ფეხბურთელს 65 მილიონ ევროდ შეელიოს. აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს კლუბმა 30 წლის მოთამაშის თაობაზე 90 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, თუმცა თავად რაკიტიჩმა ესპანური გრანდიდან წასვლა არ ისურვა.

აქვე გეტყვით, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რაკიტიჩით იტალიური „ინტერია“ დაინტერესებული, თუმცა სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას ეს ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხორვატ ნახევარმცველს "ბარსელონასთან" ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.121427