ავტოსპორტი

17:28 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალი „მერსედეს W10“ სილვერსტოუნზე

როგორც დაგეგმილი იყო, „მერსედესმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, W10 დღეს სილვერსტროუნზე გამოიყვანა. ეს ის ავტომობილია, რომლითაც სამქიმიანები ზედიზედ მეექვსედ ეცდებიან ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის დუბლით მოგებას.

სილვერსტოუნზე სარეკლამო გადაღების დასრულების შემდეგ, რომელშიც ლუის ჰამილტონი და ვალტერი ბოტასი მონაწილეობდნენ, ბრეკლიში (ბრიტანეთი) ბაზირებულმა გუნდმა W10-ის ფოტოებიც გამოაქვეყნა.

„2019 წლის სეზონი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. რეგლამენტი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება გვიწევს. ახალ სეზონს ყველა ნული ქულით ვიწყებთ. ასე რომ, გარანტირებული არაფერია და აბსოლუტურად არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ აუცილებლად წინ ვიქნებით. რეგლამენტის შეცვლის გამო, ნებისმიერ გუნდს შეიძლება ტიტულის შანსი ჰქონდეს. ამიტომ ყველა მათგანს პოტენციურ მეტოქედ აღვიქვამთ“, - ამბობს „მერსედესის“ გუნდის შეფი ტოტო ვოლფი.

„მოუთმენლად ველით ბარსელონაში ტესტების დაწყებას. იქ შესაძლებლობა გვექნება, მანქანის რეალური შესაძლებლობები, კომპიუტერში მოდელირებულს შევადაროთ და ვნახოთ, ტრასაზე გამართლდება თუ არა ჩვენი მოლოდინი, რომელიც კომპიუტერულმა სიმულირებამ შეგვიქმნა. ტესტებზე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მელბურნში შაბათს ტრეკზე ბრძოლისუნარიანები გავიდეთ“, - დასძენს ვოლფი.

ახალი რეგლამენტის მიუხედავად, W10-ის ბორბლებს შორის ბაზა, წინამორბედის ტოლია. დაიხვეწა ძრავი, რა თქმა უნდა, შეიცვალა აეროდინამიკა და განსაკუთრებული ყურადღება, სხვადასხვა კომპონენტების წონის შემცირებას დაეთმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112368