ფეხბურთი

16:20 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს პსჟ-ს ვარიანტი გამოუჩნდა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო შესაძლოა ზაფხულში „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Le10Sport-ი იტყობინება.

როგორც ცნობილია ესპანურ გრანდში კოუტინიოს თამაშით უკმაყოფილონი არიან და აქამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი „კამპ ნოუს“ ზაფხულში დატოვებდა. თავის მხრივ, ესპანეთში ბედნიერი არც თავად ფეხბურთელია.

პსჟ კი მზადაა კოუტინიოს თაობაზე „ბარსასთან“ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს. ხსენებულ ტრანსფერში შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს ნეიმარმა, რომელიც კოუტინიოს ახლო მეგობარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113269