ავტოსპორტი

3:24 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რენოს“ R.S.19 ტესტებისთვის მზადაა

დღეს „რენომ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი - R.S.19 გვიჩვენა, რომლითაც გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი და გუნდის ახალი წევრი, ავსტრალიელი დანიელ რიკარდო 2019 წლის სეზონში იასპარეზებენ.

ახალი ბოლიდი აგრეგატ „E-ტექ 19-ით“ არის აღჭურვილი, რომელიც იმ C-სპეციფიკაციის მოდიფიცირებული ვერსიაა, რომლითაც „რედ ბულმა“ გასული სეზონის ბოლო ნაწილში იასპარეზა.

„რენოს მოტორსპორტში დიდი ისტორია აქვს და ვიყო ფორმულა 1-ში მისი მორიგი ნაბიჯის მონაწილე, ჩემთვის დიდი პატივია. მე აქ ვარ, რათა ტრეკზე ისეთი სწრაფი ვიყო, როგორიც შესაძლებელია. და გუნდში ენერგიასაც მოვიტან. ყველგან ხალისის მიტანა, ჩემი სამუშაოს ნაწილი და ჩემი ხასიათია“, - განაცხადა ავსტრალიელმა მრბოლმა.

ჰულკენბერგი კი ამბობს, რომ გუნდი 2017 წლის შემდეგ საგრძნობლად განვითარდა და დამაჯერებლად მიიწევს დასახული მიზნისკენ. „როცა მე მოვედი, ინფრასტრუქტურა განვიტარების ეტაპზე იყო, მას შემდეგ კი გრძელი გზა გამოვიარეთ და საგრძნობი პროგრესი გვაქვს“, - ამბობს ჰულკენბერგი.

სარბოლო ავტომობილი R.S.19 ისევეა გაფორმებული, როგორც მისი წინამორბედი (R.S.18). შეიცვალა მისი აეროდინამიკა, რაც ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაკეთდა. გუნდის შეფი სირილ აბიტბული ამბობს, რომ არ გეგმავს რომელიმე კონკრეტული ადგილის დაკავებას, ან ქულების გარკვეული რაოდენობის დაგროვებას. მისი აზრით, მთავარი იმ პროგრესის გაგრძელებაა, რომელიც „რენოს“ მოწინავეთა რიგებში მიიყვანს.

„რენომ“ გასული სეზონის კონსტრუქტორთა ჩემპიონატი, მეოთხე ადგილზე დაასრულა. მის წინ მხოლოდ ჩემპიონი „მერსედესი“, „ფერარი“ და „რედ ბული“ გავიდნენ.

Loading...
0.139653