ფეხბურთი

17:55 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ისტორიაში საუკეთესო მეკარე გარდაიცვალა (+VIDEO)

ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე გორდონ ბენქსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლო წლების განმავლობაში კიბოს ებრძოდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა.

ბენქსი ინგლისის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა. სწორედ ის იცავდა ალბიონელთა კარს 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა, 1970 წელს, ბრაზილიასთან მატჩში პელეს დარტყმულზე განხორციელებული სეივი ფეხბურთის ისტორიაში საუკუნის სეივადაა აღიარებული.

საკლუბო დონეზე ბენქსი „ლესტერ სიტისა“ და „სტოკ სიტის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110959