ავტოსპორტი

16:36 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსი“ ახალ ფორმაში და ახალი სპონსორით

გრუვში, საკუთარ ბაზაზე, სპეციალურად ჩატარებულ პრეზენტაციაზე, „უილიამსმა“ საზოგადოებას თავისი ახალი სპონსორი და სარბოლო ავტომობილის ახალი ფორმა წარუდგინა.

ამიერიდან, ბრიტანული გუნდის ტიტულოვანი სპონსორი იქნება კომპანია „როკიტი“, რომელიც არის ჯგუფ „როკ ბრენდსის“ ერთ-ერთი უახლესი და მოწინავე ტექნოლოგიებზე მომუშავე ბრენდი. ახალი სპონსორი, სასმელების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „მარტინის“ ჩაანაცვლებს. ახალ სეზონში „უილიამსს“ კიდევ ერთი ახალი სპონსორი ეყოლება - პოლონური ნავთობქიმიური კომპანია „PKN ორლენი“.

„ჩვენი გუნდის მსგავსად, „როკიტიც“ ჩამოყალიბების პროცესშია და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობს. ჩვენ ორივეს ერთი მიზანი გვაკავშირებს - ვქმნით გუნდს, რომელიც მომავალში წარმატებას მიაღწევს. ახალი ფორმის შექმნას საკმაოდ ბევრი დრო დავუთმეთ. ეს გაფორმება ჩვენს მიერაა შემუშავებული. ჩვენ ძალიან კარგი კრეატიული ჯგუფი გვყავს. მე მინდოდა მანქანის ისეთი გაფორმება, რომელიც ჩვენს ისტორიას და მომავალს ერთობლიობაში წარმოსახავდა. „უილიამსის“ ტრადიცული ფერები, ზღვისფერი ლურჯი და თეთრია. მაგრამ მე სიახლე მსურდა. მსურდა, მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ განახლებული ბრენდი ვართ“, - ამბობს „უილიამსის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კლერ უილიამსი.

„უილიამსმა“ თავისი ახალი ფორმა შარშანდელი მანქანით გვიჩვენა. ახალ სარბოლო ავტომობილს კი წინასასეზონო ტესტების წინ წარმოადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115679