ფეხბურთი

9:05 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა, ზაფხულში, შესაძლოა „რეალში“ გადავიდეს

„იუვენტუსის“ არგენტინელი შემტევი, პაულო დიბალა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს - გვამცნობს ესპანური AS. გამოცემის ინფორმაციით, დიბალა უკმაყოფილოა სათამაშო დროით, რომელსაც მას ტურინულ კლუბში აძლევენ. თანაც, ახლახან მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისაც წაჰკიდებია.

სამხრეთამერიკელს „ბებერ ქალბატონთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ტურინელთა შემადგენლობაში ის სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო ქვეყნის თასი და ორჯერაც სუპერთასი. 2014/15 წლების სეზონში დიბალა, 12 შედეგიანი გადაცემით, სერია А-ს საუკეთესო მეპასე გახდა.

მიმდინარე სეზონში, არგენტინელმა იტალიის ჩემპიონატის 19 მატჩში ითამაშა, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109313