ფეხბურთი

21:16 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ზედიზედ სამი ფრის შემდეგ დედაქალაქური გუნდი სლოვენიურ „მარიბორს“ დაუპირისპირდა და ადვილად, 3:0 დაამარცხა.

„დინამომ“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და ლევან შენგელიას დუბლით შესვენებაზე კომფორტული ჰანდიკაპით გავიდა. შენგელიამ თავი მე-18 და 45-ე წუთებზე გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი, 89-ე წუთზე ლავნ კუტალიამ ზუსტი თერთმეტმეტრიანით დააფიქსირა.

„დინამო“ მომდევნო სპარინგს 15 თებერვალს, ლატვიურ „ლიეპაისთან“ გამართავს. აქვე გეტყვით, რომ თბილისელებმა აქამდე სამჯერ ითამაშეს ფრე - პლოვდივის „ლოკომოტივთან“, სერბულ „სპარტაკ სუბოტიცასთან“ და ბოსნიუ „შიროკი ბრიეგთან“.

0.113609