ფეხბურთი

19:14 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი "ოლდემის" მთავარი მწვრთნელია

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი პოლ სქოულზი „ოლდემ ატლეტიკის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ოლდემი“ ინგლისის ლიგა 2-ის (რანგით მეოთხე დივიზიონი) ბინადარია. სქოულზი კი მთავარი მწვრთნელი პოსტზე პირველად იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას მხოლოდ „მანჩესტერის“ ღირსებას იცავდა და 718 შეხვედრაში 155 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117665