ფეხბურთი

16:55 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ციურიხი" და ქართველები

ლევან ხარაბაძემ „ციურიხში“ თამაში ჩინებულად დაიწყო და ქართველი ქომაგი დააიმედა. „სენტ გალენთან“ სადებიუტო მატჩში საგოლე პასს, „გრასჰოპერსთან“ დერბიში გოლი და ზოგადად, კარგი თამაში დაამატა.

ორი მატჩის კვალობაზე, თანაც მარცხენა მცველისთვის ჩინებული მონაგარია. ლევანი ერთადერთი ქართველი არაა, რომელსაც აქამდე „ციურიხის“ რიგებში უთამაშია.

სწორედ ეს გაიხსენა შვეიცარიულმა გამოცემა Nzz.ch-იმ. წერილში ლადო ახალაიასა და გოჩა ჯამარაულის შვეიცარიული კარიერის შესახებაა ნაამბობი და ჟურნალისტი კრისტინ სტეფენი წარსულს იხსენებს. თავიდანვე გეტყვით, რომ სტატია ხარაბაძეს ნაკლებად ეთმობა და ჩვენთვის არცთუ საამაყო ამბებია მასში მოთხრობილი...

„ლევან ხარაბაძემ „გრასჰოპერსთან“ დერბიში შესანიშნავად ითამაშა. „ციურიხში“ რამდენიმე ქართველს აქამდეც უთამაშია, თუმცა, ყველას საფეხბურთო თვისებების გამო არ მიუქცევია ყურადღება.

რატომღაც მსგავსი ისტორია. ახალგაზრდა ქართველი „ციურიხში“ ირიცხება, მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზე საუბრობს, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს მასთან საუბარი არ შეუძლიათ. ეს ლევან ხარაბაძის ისტორიაა. 19 წლის მარცხენა მცველი, რომელმაც პირველი გოლი შაბათს, დერბიში, მეშვიდე წუთზე გაიტანა.

ეს კი ლადო ახალაიას ისტორიაა, რომელიც „ციურიხში“, 2005 წელს, 22 წლის ასაკში მოხვდა. ახალაიას ჰქონდა ულამაზესი ვარცხნილობა და დაშტრიხული თვალები. ის გუნდის ლეგენდაა, თუმცა თამაშის გამო არა, რადგან შვეიცარიულ გუნდში 9 თვე დაჰყო და მხოლოდ 10 მატჩში ჩაატარა, რომელშიც 1 გოლის გატანა მოახერხა. მაგრამ ახალაიამ საწყის თვეებში გულშემატკივრების ყურადღება იმით მიიქცია, რომ არასდროს საუბრობდა. ფანებს ეგონათ, რომ ეს იყო „ბომბი ტრანსფერი“, მაგრამ ესპანეთში შეკრების დროს ყველაფერი ნათელი გახდა: შეიქმნა სავიზო პრობლემები.

შემდეგ ახალაიას პასპორტიც მოპარეს და თვითმფრინავიც დაზიანდა. ამას მოჰყვა ტრავმებიც. ის-ის იყო გამოჯანმრთელდა, რომ თბილისში მოუწია გამგზავრება, რადგან დედა და და ავტოავარიაში მოჰყვნენ. ციურიხში დაბრუნებულს კი სასამართლოს წინაშე მოუწია წარსდგომა უეფას თასზე თბილისის „დინამოსა“ და „პანიონისის“ მატჩის გამო - გარიგებული თამაშის ბრალდებით.

შეიძლება ეს ავხსნათ იმით, რომ მაშინ ახალგაზრდა იყო. თუმცა, შემდეგ მასთან ბიძაშვილი ჩამოვიდა საქართველოდან, ამავდროულად მისი მეუღლე აშშ-ში დარჩა. 2005 წლის სექტემბერში, ახალაია გაქრა. არავის დამშვიდობებია, არავისთვის არაფერი უთქვამს და კონტრაქტი ცალმხრივად გაწყდა. გაირკვა, რომ ის ბიძაშვილი რეალურად ბიძაშვილი არ ყოფილა. მიუხედავად ყველაფრისა, მისი სურათი ციურიხის ერთ-ერთ ბარში ჯერ კიდევ კედელზე კიდია.

ახალაიამდე გოჩა ჯამარაული თამაშობდა „ციურიხში“. „ჯადოსნური თაგვი“ ამ გუნდში 1999-2002 წლებში ირიცხებოდა, ნახევარმცველი, რომელიც ტოვებდა შთაბეჭდილებას თითქოს ყოველთვის კბილი ტკიოდა. ის წარმოუდგენლად ნიჭიერი და თან, ზარმაცი იყო. ჯამარაული თითქმის არ ლაპარაკობდა. გერმანული ენა არ იცოდა და ერთადერთი, რაც ამ ენაზე თქვა, ეს იყო: მე არ ვუსმენ გრესს“. ჯილბერტ გრესს გულისხმობდა, რომელიც „ციურიხის“ მწვრთნელი იყო იმ პერიოდში.

და, ახლა ლევან ხარაბაძე. დასაწყისი კარგია, გვაინტერესებს რა მოხდება მომავალში“, - წერს შვეიცარიული გამოცემა.

Loading...

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:14 | 12.02.2019
გორდა (146)

რაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანია კარგი პიროვნული ურთიერთობების დამყარება, ეს ბევრს მისცემს თვითონ სპორცმენს და დიდად დაეხმარება შემდგომ სხვებს იმავე გზის უფრო იოლად გავლაში.
საფეხბურთო გუნდი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, შედარებით მყარი ერთეულია გულშემატკივართა და ჟურნალისტთა შემადგენლობა და საჭიროა მათი გულების მოგება!
ამის ძალიან კარგი მაგალითია ქინქლაძე, ვინც დიდი ნიჭი "გაანიავა", მაგრამ დღემდე უყვართ ქომაგებს და სპეციალისტებს. რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ ტარდემა სიტის ეგიდით მანჩესტერში ეპატიჟებიან.

18:04 | 12.02.2019
despe (3507)

პირფერობის დედას შევც!

03:16 | 12.02.2019
iolasha75 (50)

ყაველა როგორც მახსოვს გრასხოპერსში თამაშობდა.

00:57 | 12.02.2019
jorkaifi (78)

ყაველაშვილზე რატო არ დაწერეს არაფერი ?? თან საკაიფო შედეგიანი იყო ყაველაა ..

22:43 | 11.02.2019
arsena8 (388)

მოკლედ , გონებრივად ჩამორჩენილები არიანო. ახალი თქვეს რამე ? აქამდე არ იყო ცნობილი

18:05 | 12.02.2019
despe (3507)

სომეხი ხარ, აზერბაიჯანელი თუ *ლე?

21:05 | 11.02.2019
saqme (2217)

დდ

20:55 | 11.02.2019
saqme (2217)

წარმატებები

20:48 | 11.02.2019
saqme (2217)

::::

20:47 | 11.02.2019
saqme (2217)

დინამომ დაანგრია სლოვანიის მარიბორიი

20:40 | 11.02.2019
რაჭა (9631)

წარმოუდგენლად ნიჭიერი და ზარმაცი...ნუ, ჩვენი ერის სამარკო ნიშანი.

20:47 | 11.02.2019
რაჭა (9631)

ჰო, რაც მთავარია დღეს მარიბორს გადაურბინეთ 3-0 ..გამოვარჩევდი ესპანელ მეკარეს და არაბ მცველს.

19:38 | 11.02.2019
dinamo222 (4724)

ჯამარაული ალანიაში სასწაულ თამაშებს ატარებდა 3-4 ჯერ 8 და 8.5 შეფასებაც დაიმსახურა მოკლედ მეფე იყო და ნაკრებშიც მაგრა უბერავდა მაგრამ გადავიდა ჯერ თურქეთში მერე ევროპაში და დაიკარგა @ ასე რომ ყველას არ უხდება ევროპაში თამაში და ყველა არ უნდა გაიქცეს იქ თავქუდმოგლეჯილი !

17:39 | 11.02.2019
ervandi (223)

Kavelashvili ro tamashobda ciurixshi daaviwkdat

17:05 | 11.02.2019
O. Mertskhali (3462)

17:04 | 11.02.2019
NIKA..01 (386)

ვახ,ეს ამბავი არ ვიცოდი ის "ბიძაშვილი" ვინ იყო იცით ვინმემ?რაღაც ჩამითრია ამბავმა ჯამარაზე "თითქოს მუდამ კბილი ტკიოდაო" კარგი ხუმრობა გამოუვიდათ

0.170328