სხვა

15:20 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მეორედ აღიარეს!

ქართველი გოლიათი ლაშა ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მეორედ აღიარეს. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, ტალახაძემ გამოკითხვაში 17 800 ხმა მიიღო და კონკურენტებს საგრძნობი სხვაობით გაუსწრო.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა უკან ირანელი სოჰრან მორადი და ინდონეზიელი ეკო იული ირავანი ჩამოიტოვა. შეგახსენებთ, რომ ლაშა საუკეთესოდ 2018 წელსაც აღიარეს და მისი დაჯილდოვება თბილისში შედგა, მომავალი ცერემონიის ადგილი და დრო კი მოგვიანებით გამოცხადდება.
ტალახაძის მსგავსად, თავისი ლიდერი ჰყავს ქალთა ძალოსნობასაც, სადაც ასევე მიჯრით მეორედ საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დაასახელეს. პირენეელმა 13 000 ხმა მიიღო და ტაივანელ კუო ჰსინ-ჩუნსა და რუს ტატიანა კაშირინას აჯობა.

Loading...

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:43 | 12.02.2019
davit-tg (746)

ვულოცავ ლაშას და მთელ ქართულ სპორტულ საზოგადოებას ამ დიდ გამარჯვებას.და მადლობა რა თქმა უნდა ლაშას და ფედერაციას,მაგრები ხართ.წარმატებებს გისურვებთ.
პოლიტიკაზე მიდის პოლემიკა ვხედავ და ზუსტად მაგ სიბინძურეში არ ჩაყოს ფეხი ლაშამ იმას ვუსურვებდი,ასევე ბევრ სხვა სპორცმენს.
რუსებს ანდაზა აქვთ, თუ ფეკალიებში ერკვევი პოლიტიკაშიც გაერკვევიო,ჩვენთან ხო სულ დაფარა რა ამ ფეკალიებმა მთელი მედია სივრცე.სპორტში,ხელოვნებაში,განათლებაში,ბიზნესში,ყველაფერს სუნი ადის რა ამ ბოდიში და აყროლებული შიდა პოლიტიკის.
ლაშასნაირი ხალხი ცოტა ასუფთავებენ გარემოს და ჰაერს თორე, ხო გაგვგუდავდენ ეს ოხრები, არადა თვითონ ვერც კი გრძნობენ მგონი სიმძაფრეს.
არჩევნების დროს ხო საერთოდ აშლილი აქვთ კუჭი პირში და სად რას შვებიან არავინ იცის.
მოკლედ მოსარიდი და გასარეცხი ხალხია ეს პოლიტიკოსები.მითუმეტეს ჩვენთან.შორს ქართული სპორტისგან ეს უზნეოები.

15:25 | 12.02.2019
ინტიმური საუბრები სპორტზე (KORBEN) (14124)

24 დეკემბრის გადაცემა იყო ეგ. ლაშა დვალიშვილის "სპორტის საათი".
http://rustavi2.ge/ka/video/38956?v=2 აი ესაა და რასაც ლაპარაკობენ, კარგად უნდა გაგება.
ტალახაძეს კონკურენტი არ ჰყავს არც თავის სახეობაშიო და იგივე თუშიშვილმა და პეტრიაშვილმა ფიზიკურად მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ წლის სპორტსმენად ისინი დავასახელოთ და არა ლაშაო.
არც ისე ცუდად უსაუბრიათ მასზე, როგორც აგერ ქვემოთ კომენტარებშია. ჩვენს საიტზეც იყო კამათი წლის სპორტსმენთან დაკავშირებით და საკმაო აზრთა სხვადასხვაობაც დაფიქსირდა. რა არის მაგაში შეურაცხმყოფელი ?

13:58 | 13.02.2019
ალექსანდრე (5419)

თუშიშვილმაც და პეტრიაშვილმაც შარსან წააგეს ევროპის ჩემპიონატები ტალახაძისაგან განსხვავებით. თუნდაც ეს ფაქტიც საკმარისია, რომ უკანა პლანზე გადავიდნენ და საუკეთესოს ტიტული ლაშას დაუთმონ.

14:15 | 12.02.2019
federer (17) (14051)

რუსებს ვაგინებთ ყველგან და ყველაფერში და მაგრამ კომენტატორები 100-ჯერ უკეთესები არიან რუსები და ვერც კი მივა ჩვენი ჟურნალისტები რუსებთან ახლოს და ნახეთ 2012 წლიდან მოყოლებული ლაშას გამოსვლებზე რა რეაქციები აქვთ რუსებს და რამხელა აღიარება მოდის მათგან და როგორ ბალეშიკობენ ამ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდას და ჩვენთან ვიღაც სლეები დგებიან და პოლიტიკური ნიშით ცდილობენ ლაშას დაკნინებას და იმას კი ვერ ხვდებიან რომ ამით თვითონ თავს იფარჩაკებენ და მეტს არაფერს.

11:59 | 12.02.2019
ინტიმური საუბრები სპორტზე (KORBEN) (14124)

აი კაკრაზ გუშინ აღადგინეს 9-საათიან კურიერში სპორტული ბლოკი და პირველივე ინფოთი დვალიშვილმა სწორედ ტალახაძის აღიარება გვამცნო. თავად ლაშამაც მისცა არხს ინტერვიუ და ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მხარი დაუჭირა ხმის მიცემის პროცესში.
მიზანი ამართლებს საშუალებასო, ხომ გაგიგიათ ? წინასაარჩევნო პერიოდი იყო და გვარამიაც და მთელი რ2 ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების "გაშავებით" იყო დაკავებული. ეგ ბინძური, თუმცა ჩვენში უკვე მიღებული და აპრობირებული მეთოდია. ყოველთვის მიმართავდნენ ამას დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები.
ნაღდად არ მგონია გვარამია ისეთი ბრიყვი იყოს, ტალახაძის ფენომენალურობას ვერ ხვდებოდეს.
ფაქტია, რომ გუშინ კარგი რამე მოხდა და ალბათ დალაგდება მაგ მხრივ სიტუაცია.

14:07 | 12.02.2019
federer (17) (14051)

არჩევნები დამთავრებული იყო და მერე იყო ის გადაცემა და არ გინდა რა ამ ნაცმოძრაობის მონების გაპრავებაა.
გავიგეთ რომ მათი მხარდამჭერი ხარ და აღარ გვინდა ყოველ წუთას შეხსენება

14:12 | 12.02.2019
ინტიმური საუბრები სპორტზე (KORBEN) (14124)

რატომღაც მგონია, რომ უტრირებას ახდენ და მთლად ეგრეც არ იქნებოდა.
რაც შეეხება მხარდაჭერას, მე ცუდსა და ცუდზე უარესს შორის ვაკეთებ არჩევანს ამ შემთხვევაში და ცუდს ვირჩევ. რა თქმა უნდა კარგის პერსპექტივით

14:19 | 12.02.2019
federer (17) (14051)

ეს შაბლონური ფრაზე არ შემიძლია რა
მოიძიე და უყურე მაგ გადაცემას და ნახავ და სპორცმენს როდესაც აფასებ 20 წლიანი სტაჟის ჟურნალისტი სპორცმენი უნდა შეაფასო და არა მისი პოლიტიკური შეხედულება.
ახლა როგორ არის დათუნაშვილს არ იყენებენ ფარად. ყოველ გამოსვლაზე ორგზის ევროპის ჩემპიონიო რომ იწყებენ და 3-3 მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი 24 წლის ასაკში თუ არ არის ფენომენალური შედეგეი,მაშინ რაღა უნდა გააკეთეს ადამიანმა მეტი არ ვიცი.

14:09 | 12.02.2019
federer (17) (14051)

ლაშაზე არ იყო დამოკიდებული არჩევნების შედეგები და ლაშაზე რომ იტყვი არცთუისე მაგარია როგორც ხალხს გონია რაცარუნდა მიზეზი გქონდეს სლე ხარ კაცი და მეტი არაფერი და მაგის მერე ლაშა დვალიშვილი ჩემთვის მაგარი სირიკოაა

08:02 | 12.02.2019
გორდა (146)

წარმატებები ლაშას!!
დიდხანს გაგეხარებინოს ქართველი ერი შენი შედეგებით!!

07:02 | 12.02.2019
ზიდანი (40)

სხვა რო გამხდარიყო სირცხვილი იქნებოდა ყველა გამოსვლაზე რეკორდებს დებს

19:07 | 11.02.2019
federer (17) (14051)

ძალოსნობა კრივი ან ჭიდაობა ხომ არ არის ერთადერთი სპორტია სადაც შეილძლება სხვადასხვა ეპოქის ადამიანები შეადარო მათ მიერ ნაჩვენები შედეგებით და ციფრები ასახავს პირდაპირპროპორციულად ვინ უფრო ძლიერია და ლაშა მსოფლიო რეკორცმენია და კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს და სულ რო ლაშას ასაკისები იყვნენ რეზაზადე და სხვები მაინც უკონკურენტო იქნებოდა ლაშა და ამას აღიარებს ყველა და საქართველოში რომ მიდის იმაზე საუბარი რომ კონკურენციის ნაკლებობის გამო არის თურმე ლაშა ასეთ საფეხურზე სირცხვილია და მეტი არაფერიი.

21:00 | 11.02.2019
iceman (2200)

შეიძლება იმის თქმა რომ დღეს მოსამზადებლად უკეთესი პირობები აქვთ ძალოსნებს და შესაბამისად უფრო ადვილია შედეგის დაფიქსირება, თუმცა ამავდროპულად ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ადრე დოპინგზე არ იყო ასეთი კონტროლი და შესაბამისად ბევრი ძველი შედეგი საეჭვოა.

18:55 | 11.02.2019
federer (17) (14051)

NIKA..01
ლინკი არ მაქვს მეგობარო, წლის შემაჯამებელი გადაცემა ქონდათ და ზუსტად არ მახსოვს რა რიცხვში იყო. დვალიშვილი და კიდევ ორი სირიკო იჯდა და სპორტის შეჯამებას აკეთებდნენ და ისეთი გადაცემა იყო იმენა გასალახები იყვნენ სამივე.

18:39 | 11.02.2019
NIKA..01 (386)

წარმატებები ლაშას!მთავარია მუხლჩაუხრელი შრომის გაგრძელება და ტრამვები,რომ არ ქონდეს და დარწმუნებული ვარ ამ 2 პირობის შემთხვევაში მინიმუმ კიდე 2 ოლიმპიურ ოქროს დადებს.

18:38 | 11.02.2019
bbrr (470)

ირანელები წერდნენ ხმის მიცემა იყო შეზღუდული ჩვენთვის, საერთაშორისო ფედერაციია გვბლოკავდა მორადის რომ ვერ მოეგოვო

18:51 | 11.02.2019
federer (17) (14051)

ან რატო უნდა მოეგოოო. სადაც ლაშა არის იქ მოტადები და მურადები ვინ ჩემის ტრულაილები არიან

20:13 | 11.02.2019
bbrr (470)

ეგრეა მარა ხმებით არის შერჩევა და ირანალები მორადის მიცემდნენ ხმას.

ლაშა უძლიერესია თორე მორადისაც ეკუთნის ერთხელ მაინც. თუმცა მაგის წონები კახიაშვილის წონებთან მიახლოებულია ცოტათი გაამჯობესა და კახიაშვილიც არ ყოფილა დასახელებული წლის ძალოსნად არასდროს. იმედია არც მორადის ეღირსება და სულ ლაშა მოიგებს ხოლმე

20:16 | 11.02.2019
federer (17) (14051)

რათქმაუნდა თავუსას მოითხოვენ ირანელები. ჩვენ რომ ზაზას ვაძლევდით ხმას ოლ სტარზე წარმოიდგინე რა სასტავი რჩებოდა ოლ სტარის გარეშე წესები რომ არ შეეცვალათ.
მთავარია ლაშამ გააგრძელოს შედწგების დადება და ეს ჯილდო დიდად არ მაინტერესებს

17:03 | 11.02.2019
federer (17) (14051)

ერთადერთია ქალია ძალოსნობაში ვინც კაცს არ გავს და მეც სულ ლიდიას ვაძლევ ხმას. თავის მხრივ ძლიერი სპორცმენიც არის და ძალიან მაგარი შედეგებიც აქვს მაგრამ მთავარი რატომაცაა სტაბილურად პირველზე ეგაა.

16:48 | 11.02.2019
ilia_juventus (1146)

ლაშა ეგ გოგო შენია ამ ღამით :დ

16:58 | 11.02.2019
ინტიმური საუბრები სპორტზე (KORBEN) (14124)

კრაოტია ცოდო

20:13 | 11.02.2019
federer (17) (14051)

რა კრაოტი თუ ძმა ხარ ერთადერთი რაც ამათ გაუძლებს ფიცარნაგია

16:45 | 11.02.2019
temo11 (1586)

უძლიერესი სპორტსმენი, ძალიან კარგი პიროვნება, ალბათ ეს ჯილდოც ნიკა გვარამიას მიუძღვნა ))))

17:01 | 11.02.2019
federer (17) (14051)

წლის შემაჯამებელი სპორტული გადაცემა თუ ნახე მეგობარო გვარამიას დაწერილი ტექსტით რომ ლაპარაკობენ ლაშაზე. კი კარგი სპორხმენია ლაშა მავრამ კონკურენტები არ ყავს ძლიერებიო და მაგიტო ჩანს ასე ძლიერიო.

18:36 | 11.02.2019
NIKA..01 (386)

ძლიერი კონკურენტები არ ყავს კაი და მაგიტოა ლიდერი,მარა რეკორდებს რაღა ვუყოთ?თუ ძალოსნობის ისტორიაშიც არ ყოფილა ლაშას წონაში ძლიერი სპორტსმენი?

19:47 | 11.02.2019
iceman (2200)

ხო ეგ მაგარი ლოგიკა აქვთ, ფეხბურთში ან კალათბურთში შეიძლება იკამათო რომელი ჯობია მაგრამ ძალოსნობაში ყველაფერი მარტივი გასარკვევია ფაქტია რომ ლაშას 1 მაგარი კონკურენტი ყავს - თვითონ ლაშა ანუ თავისივე რეკორდებთან უწევს ბრძოლა

18:36 | 11.02.2019
NIKA..01 (386)

მე არ მინახავს,დამილინკე ძმურად თუ შეგიძლია

16:33 | 11.02.2019
თორღვა პანკელი (1046)

გაუჭირდებოდა )))

0.179749