სხვა

13:34 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

თევზაძის ზედიზედ მეშვიდე მოგება  

რუმინეთის ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბმა ფოჩანიმ და პრაქტიკულად გაინაღდა პლეიოფში თამაშის უფლება.

ფოჩანიმ ბოლო ტურში 23-18 მოუგო ბუქარესტის სტიაუას, იქამდე კი 27-22 დაამარცხა ბაკეუ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მეცხრეზე მყოფ ბაია მარეს მთელი 10 ქულით უსწრებს. სტიაუასთან მოგება კლუბისთვის ზედიზედ მეშვიდე იყო 5 დეკემბრის შემდეგ - ფოჩანიმ მოიგო ჩემპიონატის 5 მატჩი და ორიც რუმინეთის თასზე, სადაც მარტის დასაწყისში ფინალური ოთხეულის ტურნირი ელის საკუთარ მოედანზე. ნახევარფინალში თევზაძის გუნდი 9 მარტს ტიმიშოარას ხვდება.

ჩემპიონატის პლეიოფში 8 გუნდი გადის და მეოთხედფინალში ბრძოლა ორ მოგებამდეა, შესაბამისად, რეგულარულ სეზონში უკეთესი შედეგის მქონე გუნდს მესამე მატჩში საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს. ფოჩანი მეშვიდე ადგილზე კია, მაგრამ მეოთხეზე მყოფ ბუქარესტის დინამოს სულ 2 ქულით ჩამორჩება.

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 1. CSM ბუკურეშტი 16 მატჩი/40 ქულა - 2. კონსტანცა 17/39 - 3. პოტაისა ტურდა 17/36 -4. დინამო ბუკურეშტი 17/33 - 5. კელერაში 17/33 – 5. სტიაუა 17/32 – 7. ფოჩანი 17/31 - 8. ტიმიშოარა 17/31 --- 9. ბაია მარე 17/21 – 10. ფეგერაში 17/14 – 11. ბაკეუ 17/12 – 12. ბუზაუ 16/12 - 12. სუჩავა 17/11 –– 14. კლუჟი 18/0

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.15019