ისტორია

9:26 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

11 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1972 – დაიბადა სტივ მაკმანამანი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის,” მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი. “რეალის” რიგებში მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (ორჯერ), ესპანეთის ჩემპიონობა (ორჯერ), ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. “ლივერპულთან” ერთად მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მონაწილეობდა 1998 წლის მსოფლიო პირველობაზე და 1996 და 2000 წლების ევროპის ჩემპიონატებში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1851 - ავსტრალიაში, კრიკეტში პირველი კლასის პირველი მატჩი ჩატარდა. ერთმანეთს ტასმანიისა და ვიქტორიის შტატების გუნდები შეხვდნენ.

1892 - აშშ-ში პირველი საკალათბურთო მატჩი ჩატარდა, რომელსაც მაყურებელი დაესწრო.

1928 - შვეიცარიის ქალაქ სენკტ-მორიცში ზამთრის მეორე ოლიმპიურმა თამაშებმა აიღო სტარტი.

1938 - სტივ კეისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ლუი ტეცი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1949 - უილი პეპი, მსუბუქ წონით კატეგორიაში, პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1957 - ნიუ იორკში ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეთა ასოციაცია ჩამოყალიბდა. მის პრეზიდენტად, “დეტროიტ რედ უინგზის” ჰოკეისტი, ტედ ლინდსეი აირჩიეს.

1968 - ნიუ იორკის ცნობილი არენა, “მედისონ სქვერ გარდენი,” სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დაიხურა.

1969 - დორი ფანკმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ჯინ კინისკი დაამარცხა და ეროვნული საჭიდაო ასოციაციის (NWA) ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1971 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “მონრეალ კანადიენსის” მოთამაშემ, ჯონ ბელივომ რეგულარული პირველობის მატჩებში, მეხუთასე შაიბა გაიტანა.

1973 - შეინ გოულდმა 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, პირველმა მოახერხა დისტანციის 17 წუთზე ნაკლებ დროში დაფარვა (16:56.9).

1974 - დიკ ვუდსონი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ბეისბოლისტთა სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

1978 - დენის პოტვინმა “ნიუ იორკ აილენდერზის” რიგით ოცდამეხუთე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

1979 - თბილისის “დინამომ” ტუნისში საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას ამ ქვეყნის ნაკრებს 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ვლადიმერ გუცაევმა და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. “დინამო” (მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, კოსტავა, კანთელაძე, ჩივაძე, მუჯირი, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ჩელებაძე, შენგელია (ჭილაია).

1981 - ტოკიოში საკონტინენტთაშორისო მატჩში ლიბერტადორესის თასის მფლობელმა, რიო დე ჟანეიროს “ფლამენგომ” ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულ “ლივერპულს” 3:0 მოუგო.

1984 - უეინ გრეცკი 11 შაიბით NHL-ის შემოკლებული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

1987 - შემდგომში NBA-ს ორგზის ჩემპიონმა, დევიდ რობინსონმა საუნივერსიტეტო ლიგის მატჩში, 50 ქულა გააკეთა.

1990 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მეორმოცე მატჩი შედგა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 130:113 სძლია. შეხვედრა მაიამიში ჩატარდა.

1990 - ჯეიმს ბასტერ დუგლასმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მაიკ ტაისონი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1992 - მაიკლ ჯონსონმა 400 მ დისტანციაზე დარბაზში რბენაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა (44.97).

1993 - ირინა პრივალოვამ დარბაზში 60 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (6.92).

1995 - მარკ ფოსტერმა 50 მ-ზე ბატერფლაის სტილით ცურვაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა (23.55).

1995 - სანდრა ფოლკერმა 50 მ-ზე გულაღმა ცურვაში, ევროპის რეკორდი დაამყარა (27.67).

1996 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 46-სე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 129:118 მოუგო. შეხვედრა სან ანტონიოში გაიმართა.

2005 - გერმანიის საფეხბურთო კავშირმა “ჰოიზერის საქმის” შედეგად დაზარალებულ “ჰამბურგს” 500 ათასი ევრიო გადაურიცხა. გარდა ამისა, “ჩაწყობილ მატჩებში” მონაწილეობის გამო, რობერტ ჰოიზერს ოფიციალურად აეკრძალა მსაჯობა.

2005 - კარლ მელოუნმა კალათბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა, ხოლო რეჯი მილერმა აქტიური სპორტული კარიერის შეწყვეტა სეზონის დასრულების შემდეგ განიზრახა.

2005 - თანამდებობიდან გადადგა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, კლოდ სიმონე, რომელიც ამ პოსტზე 1994 წლიდან მუშაობდა. ორგანიზაციას იგი იმ პერიოდში ჩაუდგა, როდესაც “მამლაყინწები” მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების დასკვნით ეტაპებზე გასვლას ვერ ახერხებდნენ. სიმონეს ხელმძღვანელობის ეპოქაში ფრანგებმა მოიგეს როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის პირველობები.

2006 - ტურინში გამართულ ზამთრის მე-20 ოლიმპიურ თამაშებზე, გერმანელმა მიკაელ გრაისმა (ბიატლონი, 20 კმ), ამერიკელმა ჩად ჰედრიკმა (ციგურებით რბოლა, 5000 მ) და გერმანელმა გეორგ ჰეტიხმა (ტრამპლინიდან ხტომა, თხილამურებით რბოლა, 2 მედალი) პირველი ადგილები დაიკავეს. ქალთა შორის, ფრისტაილში ოქროს მედალი მოიპოვა კანადელმა ჯენიფერ ჰეილმა.

2006 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” სტუმრად “სიეტლთან” დამარცხდა (91:99). ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა 36 წუთში, 17 ქულა მოაგროვა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება განახორციელა.

2008 - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დავით კვირკველია ზაპოროჟიეს “მეტალურგიდან” დონეცკის “მეტალურგში” გადავიდა.

2009 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დუბლინში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ირლანდიასთან 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.

2009 - ფორმულა1-ის ლეგენდარული მრბოლელი მიხაელ შუმახერი ქალაქ კართაგენში მოტოციკლის ტესტირებისას ავარიაში მოხვდა და კისრის მალების სერიოზული ტრავმა მიიღო.

2012 - რაგბ ერთა თასის მატჩში საქართველოს ნაკრებმა მადრიდში ესპანეთთან 18:25 წააგო.

2012 - ამერიკულ რანჩო მირაჟში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საჩოგბურთო ტურნირიწყვილთათანრიგის შეჯიბრება სოფიო შაფათავას და ეკა გორგოძის დუეტმა მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1896 - იოზეფ კალუჟა. პოლონელი ფორვარდი. 416 ოფიციალურ მატჩში გატანილი აქვს 465 გოლი. მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ნაკრების პირველ მატჩში. 1931-39 წლებში წვრთნიდა პოლონეთის ნაკრებს.

1909 - მაქსი ბაერი. ამერიკელი მოკრივე. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში 1934-35 წლებში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

1909 - გეზა ტოლდი. 1920-40-იან წლებში ბუდაპეშტის “ფერენცვაროშის” ფორვარდი. გუნდის 459 მატჩში გაიტანა 430 გოლი. უნგრეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1938 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ. მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ჩემპიონატების მონაწილე. მუშაობდა მწვრთნელად უნგრეთში, ფინეთში, დანიაში, ეგვიპტეში, შვეციაში. 1957-59 წლებში წვრთნიდა ბელგიის ნაკრებს.

1919 - გრეტჰენ ფრეიზერი. გიგანტურ სლალომში 1948 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1921 - მიხეილ კეკელიძე. ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი. 1942-50 წლებში თამაშობდა თბილისის “დინამოში”. 1947 წელს მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის მედალი, ხოლო მომდევნო სეზონში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 1949, 1950 წლებში ფლობდა საკავშირო თასს. 1947-65 წლებში მიხეილ კეკელიძე იყო საქართველოს იუნიორთა ნაკრების მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ნაკრებმა, 1957 წელს საკავშირო მოსწავლეთა სპარტაკიადა მოიგო. 1950-71 წლებში წვრთნიდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდს. აღზარდა ნიჭიერ კალათბურთელთა მთელი პლეადა, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონი, სერგო კოვალენკო. მიხეილ კეკელიძეს მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. მის სახელს ატარებს ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლე. მიხეილ კეკელიძე 1973 წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა.

1930 - ალევტინა კოლჩინა. საბჭოთა მოთხილამურე. 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1938 - ევგენი მაიოროვი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი. გარდაიცვალა 1997 წელს.

1938 - ბორის მაიოროვი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

1940 - კელვინ ფაულერი. ამერიკელი კალათბურთელი. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1941 - რუდი ბრუნმაიერი. “მიუნხენ 1860”-ის ფორვარდი. კლუბის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი (197 მატჩი, 138 გოლი). 1966 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1964 წელს მოიგო გერმანიის, 1973 წელს კი შვეიცარიის თასი.

1961 - მერი დექსტერი. ამერიკელი მოციგურავე. მონაწილეობდა ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე (1980, 1984, 1988, 1992) და 3000 მეტრზე რბოლაში, საუკეთესო ათეულში შედიოდა.

1963 - ხოსე მარის ბაკერო. “სოსიედადისა” და “ბარსელონას” ნახევარმცველი. კატალონელთა რიგებში ჩაატარა 434 შეხვედრა, გაიტანა 114 გოლი. ესპანეთის სამგზის ჩემპიონი. ორჯერ ფლობდა სამეფო თასს. 1992 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი, 1989 და 1997 წლებში – თასების თასი. მსოფლის 1990 და 1994 წლების ჩემპიონატების მონაწილე.

1967 - ჩირო ფერარა. იტალიის ნაკრების, “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” მცველი. იტალიის რვაგზის ჩემპიონი (ორჯერ ნეაპოლელთა რიგებში). ჩემპიონთა თასის გათამაშების გამარჯვებული, UEFA-სა და იტალიის თასებისა და სუპერთასის მფლობელი. “სკუადრა აძურაში” ჩატარებული აქვს 49 მატჩი. 2009-10 წლებში წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს”.

1970 - დავით თორთლაძე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი. ასპარეზობდა ჩვენი ქვეყნის რამდენიმე კლუბში. თბილისის “დინამოს” ღირსებას საკავშირო პირველობაშიც იცავდა. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

1972 - სტივ მაკმანამანი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის,” მადრიდის “რელისა” და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი. “რეალის” რიგებში მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (ორჯერ), ესპანეთის ჩემპიონობა (ორჯერ), ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. “ლივერპულთან” ერთად მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მონაწილეობდა 1998 წლის მსოფლიო პირველობაზე და 1996 და 2000 წლების ევროპის ჩემპიონატებში.

1974 - ნიკ ბარმბი. ინგლისის ნაკრების, “ევერტონის”, “ლივერპულის”, “ლიდსისა” და “ჰალ სიტის” ნახევარმცველი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი გაიტანა 4 გოლი. 2001 წელს მოიგო უეფას თასი.

1976 - რიკარდუ. პორტუგალიის ნაკრების, “ბოავიშტას”, ლისაბონის “სპორტინგისა” და “ბეტისის” მეკარე. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 79 მატჩი.

1983 - რაფაელ ვან დერ ვაარტი. ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის”, “ჰამბურგის”, “რეალის”, "ტოტენჰემისა" და "ბეტისის" ფორვარდი. ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ესპანეთის სუპერთასის მფლობელი. ჰოლანდიის ნაკრების 109 მატჩში გაიტანა 25 გოლი.

1987 - ალექსანდრე კობახიძე. თბილისის “დინამოსა” და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ფეხბურთელი.საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 29 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1994 - ანტონიო მარტინი. ესპანელი ველომრბოლელი. 23 წლის ასაკში ველორბოლის დროს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117561