ფეხბურთი

23:39 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროსა და „ტოტენჰემის“ რეკორდები

0:4 “ბორნმუთთან,” კვირანახევრის შემდეგ 0:6 „სიტისთან“... ასეთი შედეგების გამო, მწვრთნელი თავისუფლად შეიძლება გაათავისუფლონ, ან თავად წავიდეს. რა იქნება მაურიციო სარის შემთხვევაში, ძნელი სათქმელია, მაგრამ „არისტოკრატთა“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, რომ უქეიფოდ იქნება, ცხადია.

მატჩამდე „სიტის“ მწვრთნელმა, პეპ გვრდიოლამ პრესკონფერენციაზე თქვა: „ჩელსი“ ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩეპიონობის შანსსო, მაგრამ წუხანდელი 6:0-ის შემდეგ, ეს განცხადება ბოროტ ირონიას უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს. „ქალაქელებმა“ ქვა ქვაზე არ დატოვეს „ლურჯებისგან.“ ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს, აქედან ოთხი პირველ 25 წუთში...

სერხიო აგუერომ სამი გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგაში ჰეთ თრიქების რაოდენობით (11) ლეგენდარული ალან შირერის რეკორდი გაიმეორა.

„არაჩვეულებრივი კვირა გამოდგა. ბოლო ოთხი მატჩიდან სამი მოვიგეთ. „ევერტონთან“ შეხვედრის შემდეგ, აღდგენისთვის რამდენიმე დღე გვქონდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ „ჩელსის“ 6 ბურთს გავუტანდით.“ - უთხრა შემდეგ გვარდიოლამ ВВС-ს.

„ვერ გეტყვით რა მოხდა. ბოლო კვირის განმავლობაში ფეხბურთელების ვარჯიშებზე გარჯით კმაყოფილი გახლდით. შესაძლოა, ადრეულმა გოლმა იმოქმედა. ერთი კი ცხადია, არ შეიძლება „სიტის“ მსგავს გუნდთან ამდენი შეცდომის დაშვება.“ქალაქელებმა“ ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშეს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ.“ - დასძინა მაურიციო სარიმ.

„ტოტენჰემი“ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს. ამჯერად „დეზებმა“ „ლესტერს“ მოუგეს და „დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს ჩინებულ ხასიათზე ხვდებიან. ლონდონელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა დავინსონ სანჩესმა. დიდებულად ითამაშა მასპინძელთა მეკარემ, უგო ლორისმა.

„ტოტენჰემმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და „პორტსმუტის“ 90 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. კერძოდ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს უკვე 30 შეხვედრაა ფრედ არ უთამაშია. პირველად ასეთი რამ „პორტსმუტმა“ მოახერხა 1928/29 წლების სეზონში.

ინგლისი

პრემიერლიგა. 26-ე ტური. 10 თებერვალი

ტოტენჰემი - ლესტერი 3:1

ლონდონი. „უემბლი.“ 44 154

1:0 სანჩესი (33), 2:0 ერიკსენი (63), 2:1 ვარდი (76), 3:1 სონი (90+1)

მე-60 წუთზე ვარდიმ პენალტი ვერ გაიტანა

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, როუზი (უოკერ-პიტერსი 88), ვერტონგენი, სანჩესი, სონი, უინკსი, სისოკო, ერიკსენი, სკიპი (ალდერვეირელდი 71), ლიორენტე (ვანიამა 79)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ლესტერი: შმაიხელი, ჩილველი, ევანსი, პერეირა, მაგუაირი, მედისონი, ტილემანსი, მენდი, გაზელი (იჰეანაჩო 72), ბარნსი (ოკაზაკი 88), გრეი (ვარდი 59)

მწვრთნელი: კლოდ პიუელი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: სონი (16), როუზი (20), ვერტონგენი (28); ტილემანსი

სიტი - ჩელსი 6:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 452

1:0 სტერლინგი (4), 2:0, 3:0 აგუერო (13, 19), 4:0 გიუნდოგანი (25), 5:0 აგუერო (56 პენ), 6:0 სტერლინგი (80)

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, ლაპორტი, ზინჩენკო, ფერნანდინიო (დავიდ სილვა 76) , გიუნდოგანი, დე ბრუინი (მაჰრეზი 68), სტერლინგი, ბერნარდუ სილვა, აგუერო (ჟეზუსი 65)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, ლუისი, ალონსო (ემერსონი 73), ჟორჟინიო, კანტე, ბარკლი (კოვაჩიჩი 53), პედრო (ლოფტუს-ჩიკი 66), აზარი, იგუაინი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: გიუნდოგანი (78); ჟორჟინიო (60), ალონსო (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131869