ძიუდო

21:57 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა პრესტიჟული ტურნირის ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტ შერკინებაში მარცხისთვის რევანში აიღო.
შეგახსენებთ, რომ დღის პირველ ნახევარში ლიპარტელიანმა 4 გამარჯვება იზეიმა. ვარლამმა ტაილანდელი ვეი პუიანგი ვაზარით დაჯაბნა, ბულგარელი დანიელ დიჩევი იპონზე დასცა, ფრანგ ალექსანდრე იდირს ვაზარით აჯობა, სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოსთან კი ვაზარით აგებდა, თუმცა, ფინიშამდე წუთით ადრე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იპონზე დააგდო.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა პარიზული გრანდ სლემი 4 მედლით დაასრულა. გუშინ ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) აიღო, ბრინჯაოები კი თემურ ნოზაძემა (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) დაისაკუთრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.988967