ჩოგბურთი

22:25 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცონგას მე-17 ტიტული

მონპელიეს ტურნირის ფინალში ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ თავის თანამემამულეს პიერ-ჰუგეს ჰერბერტი 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ცონგამ სამი უპასუხო ბრეიკი შეასრულა და ჰერბერტს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ცონგამ კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, მე-17 ტიტული მოიპოვა. ფრანგმა ამ გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულა და 90 390 ევრო გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125308