ჭიდაობა

20:20 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

9-იდან 9 ჩემპიონი!
ქართველ მოჭიდავეთა ფენომენალური შედეგი ბულგარეთის ტურნირზე

10 თებერვალს, ბულგარულ ბლაგოევგრადში "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა ოთარ თუშიშვილისა და აკაკი კუნჭულიას ხელმძღვანელობით 100%-იანი შედეგით 9 ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გამარჯვებულები რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.), ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.), ზაურ ბერაძე (86 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.), ბექა ჭელიძე (97 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.) გახდნენ.

ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გიორგი სულავა დასახელდა, გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:41 | 12.02.2019
neeskensi (2405)

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...ძალიან კარგია 9-დან 9 ოქრო, ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ დავინტერესდი რა ტურნირი იყო ეს რეალურად...ვკითხულობთ რომ ამ ტურნირში მონაწილეობდნენ - რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდები...მსოფლიოს ჩემპიონატი ყოფილა რაღა?!.. .ჰოდა ვნახე რეალურად რა ტურნირი იყო პეტკო სირაკოვის და ივაილო ილიევის სახელობის ეს 23 წლამდელთა შეჯიბრი...არანაირი აშშ, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი,ნიდერლანდები,სერბეთი, მოლდოვა, კოსოვო, ინდონეზია თავისუფლების ტურნირზე არ მონაწილეობდა...უკრაინიდან იყო ერთი ადამიანი და ისიც ჩემპიონი გახდა... ჭიდაობდნენ ბულგარელები, ქართველები იაპინელები, 6 მაკედონიელი, 4 რუმინელი,4 სლოვაკი,, 3 ებრაელი და 2 ტუნისელი...სულ ეს იყო...ესენიც სულაც არ იყვნენ თავიანთი ქვეყნების საუკეთესო 23 წლამდელები..ამ უსუსტეს ტურნირში მონაწილეობა თავიდანვე ჭიდაობის პრეზიდენტის პიარს რომ ისახავდა მიზნად ამას დიდი მიხვედრა უნდა?!...

22:42 | 11.02.2019
neeskensi (2405)

ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ რა ტურნირი იყო ვერ გავიგე,ჭიდაობის ფორუმზე ნახსენებიც არ არის...გასაგებია რა დონის ტურნირი იყო...მაინც კარგია..

13:26 | 11.02.2019
»Sport for pleasure (1377)

გენაცვათ ბიჭები განსაცვიფრებლად სასიამოვნოა . . )

21:08 | 10.02.2019
dinamo222 (4724)

გადადგეს გეგეშიძეე შედეგები არა ააქცს DD

0.139235