ფეხბურთი

19:30 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი დანიის სუპერლიგაში (+VIDEO)

თითქმის ორთვიანი პაუზის შემდგე დანიის სუპერლიგა განახლდა და პირველი მატჩში საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა. ქართველი შემტევის „რანდერსი“, რომელიც შარშან გავარდნას გადაურჩა, მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს.

ამჯერად, სტუმრად „ოლბორგი“ 3:0 დაამარცხა და ამაში ლობჟანიძემაც შეიტანა საკმაო წვლილი. 24 წლის ჩვენებურმა 82-ე წუთამდე ითამაშა, 65-ე წუთზე გოლი გაიტანა და თავისი გუნდი იმ დროისთვის 2:0 დააწინაურა.

დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ მეხუთედ გამოიჩინა თავი, „რანდერსი“ კი, 31 ქულით მესამე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის აქტიურად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113465