ფეხბურთი

17:45 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს სამაგალითო საქციელი: ფრანგმა დაკარგული პილოტის მოსაძებნად 27 ათასი გადარიცხა

ემილიანო სალას ცხედარი იპოვეს, მაგრამ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება პილოტი დევიდ იბოტსონი. 59 წლის ინგლისელის სამძებრო სამუშაოების გასაგრძელებლად ფონდი შეიქმნა და 300 ათასი გირვანქა სტერლინგის შეგროვებაა საჭირო.

იქამდე, იბოტსონის ოჯახმა განცხადება გაავრცელა:

„როდესაც გვეუბნებიან, რომ ძებნა წყდება, ეს კიდევ უფრო ტრაგიკული მომენტი ხდება ჩვენთვის. არ შეგვიძლია, რომ მარტო დავტოვოთ, გვინდა, სახლში დავაბრუნოთ და მისმა სულმა მშვიდად განისვენოს“, - წერია განცხადებაში.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ფონდში 27 ათასი გირვანქა სტერლინგი გადარიცხა „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, ვინმე ელი ლოტინის სახელი და გვარით. საინტერესოა, რომ მბაპეს სრული სახელი და გვარი ასეთია: კილიან მბაპე ლოტინი. ფენომენი მოედანზე და ჯენტლმენი მოედნის მიღა...

როგორც ცნობილი ხდება ფონდში 100 ათასი გირვანქა სტერლინგი უკვე შევიდა, თუმცა თანხის რაოდენობა 300 ათასამდე უნდა ავიდეს.

შეგახსენებთ, 21 იანვარს, ემილიანო სალა პილოტთან ერთად ნანტიდან კარდიფში გაფრინდა, მაგრამ ლაინერმა კატასტროფა განიცადა. არგენტინელი ფეხბურთელის ცხედარი ლა მანშის სრუტეში ორი კვირის შემდეგ იპოვეს, ხოლო პილოტის ამბავი ამ დრომდე გაურკვეველია.

სტატისტიკა
0.283397