ფეხბურთი

21:01 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: "რეალი" ჩემპიონობისთვის ჯერ კიდევ იბრძვის"

მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ატლეტიკოსთან" მოგებული ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბს" ჩემპიონობის შანსი შენარჩუნებული აქვს.

"ჩვენი დავალება კარგად შევასრულეთ და სატურნირო ცხრილში დავწინაურდით. ლიდერებთან ქულათა ჩამორჩენა შევამცირეთ და ახლა მათ წაფორხილებას დაველოდებით. ჯერ კიდევ ვიბრძვით ჩემპიონობისთვის, ბრძოლას ვაგრძელებთ და შევეცდებით "ბარსელონას" პრობლემები შევუქმნათ." - ციტირებს Football Espana რამოსის სიტყვებს.

"რეალმა" მადრიდულ დერბიში გამარჯვებით მეორე ადგილზე გადავიდა და "ატლეტიკო" ერთი ქულით მოიტოვა. "სამეფო კლუბი" ლიდერ "ბარსელონას" ამ ეტაპისთვის ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა "ბლაუგრანას" 23-ე ტურის მატჩს "ბილბაოსთან" გამართავს და ამის შემდეგ გაირკვევა გუნდებს შორის ქულების სხვაობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120197