ფეხბურთი

12:15 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: "ბაიერნმა" გამარჯვება დაიმსახურა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "შალკესთან" მოგებული (3:1) ბუნდესლიგის 21-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა "დორტმუნდისგან" ჭკუა ისწავლა და დამსახურებულად გაიმარჯვა. "დორტმუნდმა" "ჰოფენჰეიმთან" მატჩში სამბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა 12 წუთში სამი გოლი გაუშვა და დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა.

"პირველ ნახევარში და ნაწილობრივ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თასზე 120 წუთიანი თამაში აშკარად დაგვეტყო, ისევე როგორც "დორტმუნდს". როდესაც 75 წუთამდე სამი გოლით წინ ხარ არ უნდა მოეშვა (ბოლო 15 წუთში "ბორუსიამ" სამი გოლი გაუშვა), ეს სიგნალი იყო ჩვენთვის, თუმცა ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ." - განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.

"ბაიერნმა" აღნიშნული გამარჯვებით "დორტმუნდთან" სხვაობა ხუთ ქულამდე დაიყვანა. ბუნდესლიგაში მომდევნო დაპირისპირებას კოვაჩის გუნდი სტუმრად "აუგსბურგთან" 15 თებერვალს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111497