ფეხბურთი

21:05 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე გამარჯვება გაასამა

ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე ნაყოფიერად ასპარეზობს. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა დღეს მესამე სპარინგი ჩაატარა და ისევ გაიმარჯვა.

კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე ამჯერად სერბული „რადი“ გახლდათ, რომელიც 3:1 დაამარცხა.ქუთათურთაგან დუბლი გაიფორმა ბუდუ ზივზივაძემ, ხოლო მესამე გოლი გრიგოლ დოლიძის აქტივშია.

აქვე გეტყვით, რომ „ტორპედომ“ აქამდე მაკედონიური „აკადემია პანდევი“ და მინსკის „დინამო“ დაამარცხა. მორიგ ამხანაგურ მატჩს კი, 13 თებერვალს, ლვოვის „კარპატთან“ გამართავს.

თეგებიტორპედო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114558