ფეხბურთი

19:50 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" და შკრინიარი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მცველი მილან შკრინიარი და მილანის "ინტერი" ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, ახალ კონტრაქტს ვადა 2023 წლამდე ექნება და ფეხბურთელს ხელფასი წელიწადში 1.7-დან 3 მილიონ ევრომდე გაეზრდება. მილანის გამოსასყიდი თანხის ოდენობა ხელშეკრულებაში არ ჩაიწერება.

სლოვაკი მცველი "ნერაძურიმ" 2017 წელს "სამპდორიადან" 34 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელმა "ინტერის" მაისურით 68 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. შკრინიარის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111851