ფეხბურთი

18:35 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

თაგვები და ლუდის ქილები კურტუას "ატლეტიკოს" ფანებისგან

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფანებმა „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას ვარსკვლავი, რომელიც „ვანდ მეტროპოლიტანოს“ სტადიონთანაა გახსნილი დაანაგვიანეს.

„როხიბლანკოს“ ფანებმა ხსენებულ ადგილზე სიმბოლურად ჯვარი გამოსახეს, სათამაშო თაგვები და ლუდის ქილები დაალაგეს.

მიზეზი რა თქმა უნდა, „რეალში“ თამაშია. მოგეხსენებათ, თავის დროზე კურტუა „ატლეტიკოში“ თამაშობდა და მადრიდელთა რიგებში 154 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი დღეს თბილისის დროით 19:15 საათზე „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება.

0.112163