ჩოგბურთი

16:52 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

როტერდამის ტურნირზე ბასილაშილის მეტოქე ცნობილია

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და უკვე გაირკვა მისი მეტოქე პირველ რაუნდში.

ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ანდრეას სეპის დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 37-ე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული დაპირისპირება 11 თებერვალს გაიმართება. ბასილაშვილი და სეპი აქამდე ორჯერ შეხვედრილან ერთმანეთს და თანაფარდობაა: თითო გამარჯვება-წაგება.

2017 წლის 23 მაისს, ლიონის ტურნირზე ბასილაშვილმა ორ სეტში 6:4, 6:4 გაიმარჯვა, ბოლო დაპირისპირება კი 2018 წლის 4 აპრილს, ბუდაპეშტში, იტალიელის გამარჯვებით დასრულდა - 6:4, 7:6.

აქვე გეტყვით, რომ როტერდამის ტურნირი 9-დან 17 თებერვლამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120743