ფეხბურთი

16:17 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან გრძელიძე 6 თვე ვერ ითამაშებს

ესპანური „სარაგოსას“ ახალწვეული ლევან გრძელიძე ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. 18 წლის ჩვენებურმა მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა.

როგორც არაგონული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქირურგიულმა ჩარევმა წარმატებით ჩაიარა და ლევანს მოედანზე მალე დაბრუნება უსურვეს. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი შემტევი 6-7 თვის განმავლობაში იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან გრძელიძე ცოტა ხნის წინ „სარაგოსას“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ჰქონდა, ესპანურმა გუნდმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი მაინც გაუფორმა.

სტატისტიკა
0.278588