ფეხბურთი

14:21 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბასელონა" კოუტინიოს გაყიდვას აპირებს

ფილიპე კოუტინიოსა და „ბარსელონას“ გზები როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაიყრება. როგორც ესპანური გამოცემა Marca წერს, „ბლაუგრანამ“ ბრაზილიელი ტრანსფერზე დააყენა და მზადაა წინადადებები განიხილოს.

კოუტინიოს ამჟამად ყველაზე აქტიურად „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ სამხრეთ ამერიკელი შემტევი ერთი წლის წინ „ლივერპულიდან“ 145 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა მოლოდინი დღემდე ვერ გაამართლა.

კატალონელთა რიგებში 26 წლის ფეხბურთელმა 54 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის გატანა მოახერხა.

0.109049