ისტორია

9:42 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

9 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1928 – დაიბადა რინუს მიხელსი. ლეგენდარული ჰოლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელი. ითვლება “ტოტალური ფეხბურთის” მამამთავრად. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამსტერდამის “აიაქსი,” რომელსაც მიხელსი ხელმძღვანელობდა, პლანეტის უძლიერესი კლუბი იყო. გუნდს ჩემპიონთა თასი და ოთხჯერ ჰოლანდიის პირველობა მოაგებინა. მიხელსმა ჰოლანდიის ნაკრები 1974 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. 1988 წელს კი, მისი მწვრთნელობით ჰოლანდიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. მიხელსმა “ბარსელონას” ესპანეთის პირველობა და თასი მოაგებინა, “კიოლნს” – გერმანიის თასი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა “აიაქსში” და ორჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. ხუთჯერ ითამაშა ქვეყნის ნაკრებში. რინუს მიხელსი 2005 წლის 3 მარტს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1895 - აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში, მორგანმა ახალი თამაში, ფრენბურთი გამოიგონა.

1900 - დუაიტ დევისმა ჩოგბურთელ მამაკაც ნაკრებთა შორის ტურნირის გამარჯვებულისათვის თასი დააწესა, რომელსაც მოგვიანებით მისივე სახელი (“დევისის თასი”) ეწოდა.

1940 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის არტურო გოდოი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1964 - ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, ზამთრის მეცხრე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა.

1966 - ჰოკეის ეროვნული ლიგა თორმეტ გუნდამდე გაიზარდა. ჩამოყალიბდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფერენციები.

1968 - კალათბურთის სამშობლოში, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში საკალათბურთო “დიდების დარბაზი” დაარსდა.

1980 - რიკ ბერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ მატჩში რვა სამქულიანი ტყორცნის ზუსტად გამოყენება მოახერხა.

1982 - ჰოკეის ეროვნული ლიგის, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 34-ე მატჩი ჩატარდა. უელსმა კემპბელს 4:2 მოუგო. შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.

1986 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 36-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 139:132 მოუგო. შეხვედრა დალასში შედგა.

1986 - მარვინ ჯონსონმა მსუბუქი წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

1986 - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოცურავეთა ნაკრებმა, 200 მ-ზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (705.17).

1988 - ჰოკეის ეროვნული ლიგის “ყველა ვარსკვლავის” რიგით 39-ე მატჩში უელსმა კემპბელს ოვერტაიმში 6:5 მოუგო. შეხვედრა სენტ ლუისში გაიმართა.

1989 - კევინ ჯონსონმა (“ფინიქს სანზი”) ზედიზედ 57 მატჩში ზუსტად შესრულებული საჯარიმო ტყორცნების სერია შეწყვიტა.

1990 - დოინა მელინტემ დარბაზში 1500 მეტრზე სირბილში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

1991 - ჰოლანდიელმა მოციგურავე იოჰან ოლაფ კოოსმა 5 კმ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა (4:00.27).

1992 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 42-ე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 153:113 მოუგო.

1992 - გერმანელმა მძლეოსანმა ჰაიკე ჰენკელმა დარბაზში ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2,07 მ).

1992 - ფინელმა მოცურავე იანი სიევინენმა 400 მ-ზე ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:07.10).

1995 - რუსმა მძლეოსანმა ირინა პრივალოვამ დარბაზში 50 მ-ზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (5.96).

1997 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, სკოტი ბოუმენი პირველი მწვრთნელი გახდა, რომლის გუნდებმაც მეათასე გამარჯვება მოიპოვეს. იმხანად ბოუმენი “დეტროიტ რედ უინგზს” წვრთნიდა.

1997 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით, 47-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 132:120 მოუგო. შეხვედრა კლივლენდში შედგა.

1997 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ლიგის ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს.

2002 - აშშ-ის იუტას შტატის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში ზამთრის მე-19 ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

2005 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტესტ-მატჩში ლიტვას 1:0 მოუგო. გოლი მიხეილ აშვეთიამ გაიტანა. საქართველო (ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ლომაია, მჟავანაძე (შაშიაშვილი), სალუქვაძე, ხიზანიშვილი, კვირკველია (კვარაცხელია), ამისულაშვილი, გოგუა (ოდიკაძე), ასათიანი (გოგობერიშვილი), ქინქლაძე (გუნდის კაპიტანი), ჯაკობია (გიგიაძე), აშვეთია. თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ მატჩს ორი ათასი მაყურებელი დაესწრო.

2005 - ესპანურ მარბელაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მოსკოვის “სპარტაკი” 2:1 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები ლევან მელქაძემ გაიტანა. “დინამო” (მწვრთნელი: გია გეგუჩაძე) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ზოიძე, ორბელაძე, სილაგაძე, ჭიჭვეიშვილი, რომერო, კანდელაკი, გ. ჭელიძე (ნემსაძე, 46), ბაბუნაშვილი (კაშია, 60), ჯამარაული, კაკალაძე, მელქაძე (დვალი, 90). საბოლოოდ ოთხთა ტურნირის გამარჯვებული სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” გახდა. “დინამომ” კი, მესამე ადგილი დაიკავა.

2005 - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიტველ თანატოლებთან სპარინგ-მატჩი გამართა და 1:0 გაიმარჯვა. 55-ე წუთზე გოლი სანდრო გურულმა გაიტანა. ქართველები (გუნდს გოჩა ტყებუჩავა თავკაცობდა): ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდნენ: შეყრილაძე, ჭიღლაძე (გიგაური, 90), ღვინიანიძე, ჩიკვილაძე, ლომიძე, გეწაძე (მიქიაშვილი, 78), კანკავა, კაციტაძე (ბესარაშვილი, 23), გურული (ჭელიძე, 82), ხოჯავა (განუგრავა, 89), იაშვილი (გოცირიძე, 90).

2005 - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიტვის ეროვნულ გუნდს მინიმალური უპირატესობით სძლია. შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 59-ე წუთზე მიხეილ აშვეთიამ გაიტანა. ქართველები (ნაკრებს ალან ჟირესი წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდნენ: ლომაია, მჟავანაძე (შაშიაშვილი, 46), ამისულაშვილი, კვირკველია (კვარაცხელია, 46), სალუქვაძე, გოგუა (ოდიკაძე, 79), ქინქლაძე, აშვეთია, ხიზანიშვილი, ჯაკობია (გიგიაძე, 46), ასათიანი (გოგობერიშვილი, 70).

2006 - თბილისის “ოლიმპის” სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდულმა (21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა) ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში თანატოლ აზერბაიჯანელთა გუნდი დაამარცხა (5:0). გოლები გოცირიძემ (2), ჭელიძემ, გელაშვილმა და წინამძღვრიშვილმა გაიტანეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: თევდორაძე (ალავიძე, 46), სეთურიძე, ხიდეშელი, ხუმარაშვილი (მჭედლიშვილი, 46), ფოფხაძე, ბენაშვილი, განუგრავა (ყიფიანი, 87), ძარია (წულაძე, 34), ჭელიძე (ბჟალავა, 46), გოცირიძე (გელაშვილი, 72), წინამძღვრიშვილი.

2006 - კვიპროსის თასის გათამაშებაში, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით “ანართოსისმა” საკუთარ მოედანზე აეპ-ი მინიმალური უპირატესობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე კლიმენტი წიტაიშვილმა გაიტანა.

2006 - საკალათბურთო ევროლიგის ბოლო ტურში, ლუბლიანას “ოლიმპიამ” ტრევიზოს “ბენეტონს” 95:77 მოუგო. ლუბლიანელთა ქართველმა მოთამაშემ, მანუჩარ მარკოიშვილმა 21 წუთში 12 ქულა მოაგროვა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 შედეგიანი პასი განახორციელა. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, “ოლიმპიამ” ჯგუფიდან გასვლა მაინც ვერ შეძლო.

2006 - მაკედონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ფეხბურთის სლოვენიელი სპეციალისტი, სრეჩკო კატანეცი დაინიშნა. მანამდე სრეჩკო კატანეცს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა შორისაც მოიხსენიებდნენ.

2006 - თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიური პიემონტის მხარის მთავარ ქალაქ ტურინში, საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის მე-20 ოლიმპიური თამაშები. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში, პლანეტის 85 ქვეყნის 2500-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ერთმანეთს ზამთრის სპორტის სახეობათა 15 დისციპლინაში ეჯიბრებოდნენ. ზამთრის მე-20 ოლიმპიადაში სამი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. ესენი იყვნენ სამთო-მოთხილამურე, იასონ აბრამიშვილი და ყინულზე ფიგურული მოსრიალეები, ელენე გედევანიშვილი და ვახტანგ მურვანიძე.

2007 - სპორტის სასახლეში დაიწყო დევისის თასის ევროაფრიკული ზონის, პირველი ჯგუფის გათამაშება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდნენ. ქართველთა გუნდის ლიდერმა, ირაკლი ლაბაძემ, რომელსაც მარჯვენა ხელი ტრავმირებული ჰქონდა, რუი მაჩადო სამ სეტში დაამარცხა (7:5, 6:3, 7:6 (7:3)). გაიმარჯვა ლადო ჩიხლაძემაც (6:3, 7:6 (7:2), 6:7 (3:7), 6:4), რომლის მეტოქეც პორტუგალიელთა პირველი ნომერი, ფედერიკო ჟილი იყო.

2007 - სლოვენიის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპიამ” სტუმრად “ნოვა გორაცა” 93:78 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე გატარებულ 34 წუთში, 13 ქულა მოაგროვა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება განახორციელა.

2007 - იტალიის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, ვლადიმერ ბოისას “მონტეპასკიმ” საკუთარ მოედანზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენლის, ტაირონ ელისის გუნდი, “ნაპოლი” 86:69 დაამარცხა. ბოისამ 7 წუთში მხოლოდ ორი მოხსნის განხორციელება შეძლო. ელისმა კი, 24 წუთში 8 ქულა მოაგროვა და სამი მოხსნა განახორციელა.

2007 -დონეცკის “მეტალურგისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი დემეტრაძემ სარჩელი შეიტანა ქალაქ კიევის პეჩერის სასამართლოში. სარჩელი უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერთა მიმართ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის ლეგიტიმურობას ეხებოდა.

2008 - საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა თბილისში რუმინეთს 31:3 მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა.

2013 - რაგბის ერთა თასის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა თბილისში 25:12 პორტუგალიას მოუგო.

2014 - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - პარიზისგრანდსლემზე ერთი ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. კვარცხლბეკზეავთანდილჭრიკიშვილი(ოქრო, 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ავიდნენ.

2014 - პარიზმა ძიუდოს გრან სლემის პარალელურად, ჭიდაობისოქროს გრან პრისაცუმასპინძლადასაქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთანაკრებებიკიდევუფროხვავრიელად გამოვიდნენ, ვიდრე ძიუდოისტები.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგი ბერძენ-რომაელებმა აჩვენეს. ბეგი დარჩიას გუნდმა 4 ოქროსადა3ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რევაზ ლაშხი (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), გიორგი ცირეკიძე (80 კგ)და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ჩემპიონები გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილები კი ლაშა გოგიტაძემ (59 კგ),მანუჩარ ცხადაიამ (75 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (98 კგ) დაიკავეს.

რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საფრანგეთში 6-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. “ოქროს გრან პრიწაუგებლად ზვიად მეტრეველმა (97 კგ) დაგიორგიმეშვილდიშვილმა (125 კგ) ჩაამთავრეს. იოსებ ხუციშვილმა (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ:

1876 - მარტინ სტიქსრუდი. ციგურებით ფიგურული მოსრიალე (ნორვეგიელი). 1920 წელს, 44 წლის ასაკში, ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორი გახდა.

1911 - მატიას კაბურეკი. 1920-40-იან წლებში ვენის “რაპიდის” ფორვარდი. ავსტრიის 5-გზის ჩემპიონი. გერმანიის ჩემპიონი. თამაშობდა ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებებში.

1912 - რუდოლფ ვიტლაჩილი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატებში. წვრთნიდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს. გუნდი მსოფლიოს პირველობისა (1962) და ოლიმპიადის (1964) ფინალებში გაიყვანა.

1960 წლის ევროპის პირველობაზე ჩეხოსლოვაკია ნახევარფინალში გაიყვანა.

1928 - რინუს მიხელსი. ლეგენდარული ჰოლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელი. ითვლება “ტოტალური ფეხბურთის” მამამთავრად. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამსტერდამის “აიაქსი,” რომელსაც მიხელსი ხელმძღვანელობდა, პლანეტის უძლიერესი კლუბი იყო. გუნდს ჩემპიონთა თასი და ოთხჯერ ჰოლანდიის პირველობა მოაგებინა. მიხელსმა ჰოლანდიის ნაკრები 1974 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. 1988 წელს კი, მისი მწვრთნელობით ჰოლანდიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. მიხელსმა “ბარსელონას” ესპანეთის პირველობა და თასი მოაგებინა, “კიოლნს” – გერმანიის თასი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა “აიაქსში” და ორჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. ხუთჯერ ითამაშა ქვეყნის ნაკრებში. რინუს მიხელსი 2005 წლის 3 მარტს გარდაიცვალა.

1934 - მიროსლავ ბლაჟევიჩი. ფეხბურთის ხორვატი სპეციალისტი. მისი ხელმძღვანელობით ხორვატებმა 1998 წელს საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე, მესამე ადგილი დაიკავეს.

1934 - გრიგორი კოსიხი. საბჭოთა ტყვიის მსროლელი. ოლიმპიური ჩემპიონი.

1934 - ჯონ ციგლერი. ჰოკეის ეროვნული ლიგის ყოფილი პრეზიდენტი.

1942 - პეტერ ლუნდე. ნორვეგიელი აფროსანი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1943 - ჯეიმს კინგი. ამერიკელი კალათბურთელი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1943 - იონი ნილსონი. შვედი მოციგურავე. 10 კმ დისტანციის გადალახვაში, 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1945 - ნადეჟდა ზახაროვა. რუსი ფრენბურთელი. ოლიმპიური ჩემპიონი.

1950 - ლოიდ ველდონ კიზორი. ამერიკელი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 1976 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1957 - გორდონ სტრაჩანი. შოტლანდიის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედის,” “ლიდს იუნაიტედისა” და “ქოვენთრი სიტის” ფეხბურთელი. შოტლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 50 მატჩი. მსოფლიო 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1958- კონსტანტინე (კოკა) ჯორჯიკია. თბილისის “დინამოს”, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთა კალათბურთელი. 1977 წელს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1961 - კარლოს ვალდერამა. კოლუმბიელი ფეხბურთელი. მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე (1990, 1994, 1998). ამ მუნდიალებზე ნაკრების კაპიტანი იყო. კოლუმბიის ნაკრების 111 მატჩში, 11 გოლი აქვს გატანილი.

1964 - ირინა გერასიმოვა. ქუთაისელი მოცურავე. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით (100 და 200 მეტრზე) და კომპლექსურ ცურვაში. საკავშირო თასის მფლობელი (1983). მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1983). 1982 წლის მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

1965 - ლენოქს ლუისი. დიდი ბრიტანეთის მოკრივე. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (სეულში კანადის სახელით ასპარეზობდა). მოგვიანებით პროფესიონალებში გადავიდა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2002 წელს ტიტული მაიკ ტაისონთან პაექრობაში დაიცვა და მერვე რაუნდში მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩააგდო. პროფესიონალურ რინგზე 41 შეხვედრა აქვს მოგებული (32 ნოკაუტით), ერთი მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორჯერ წააგო.

1969 - პეტა ედებორნე. ავსტრალიელი სოფტბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1970 - ბრანკო სტრუპარი. ბელგიის ნაკრებისა და “დერბი ქაუნთის” ფეხბურთელი. ინგლისურ კლუბში გიორგი ქინქლაძესთან ერთად გამოდიოდა.

1974 - ხორდი კრუიფი. ჰოლანდიისა და კატალონიის ნაკრებების, “ბარსელონას”, “ესპანიოლის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, დონეცკის “მეტალურგის” ნახევარმცველი. მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგა და ესპანეთის სუპერთასი. იოჰან კრუიფის ვაჟი.

1979 - ანდერსონ პოლგა. ბრაზილიის ნაკრების, “გრემიოსა” და ლისაბონის “სპორტინგის” მცველი. 2002 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 2007 და 2008 წლებშო მოიპოვა პორტუგალიის თასი.

1980 - ანგელოს ხარისტეასი. საბერძნეთის ნაკრების, “არისის”, ბრემენის “ვერდერის”, “აიაქსის”, “ფეიენოორდის” “ნიურნბერგის” და ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელი. 2004 წლის ევროპის ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. იმავე წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის თასი. 2006 წელს მოიგო ჰოლანდიის თასი და სუპერთასი. საბერძნეთის ნაკრების 81 მატჩში გაიტანა 23 გოლი.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09394