ფეხბურთი

21:21 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისკო: "რეალში" არ მაქვს იგივე შანსი, რაც ჩემს თანაგუნდელებს"

ისკოსა და მადრიდის „რეალის“ ურთიერთობა ისევ დაძაბულია. ესპანელ შემტევს სანტიაგო სოლარისთან კონფლიქტი აქვს და არგენტინელის გეგმებშიც ვერ ჯდება.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას არ აქვს იგივე შანსი, რაც მის თანაგუნდელებს:

„ნამდვილად არაფერს ველოდები, მაგრამ როდესაც ისეთივე შანსი არ გეძლევა, როგორც შენს თანაგუნდელებს, ეს ყველაფერს ცვლის. მიუხედავად სირთულეებისა, ვაგრძელებ მუშაობას და ვეცდები ჩემი შანსი მივიღო“, - დაწერა ისკომ ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ისკოს ყველაზე აქტიურად ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ და შესაძლოა ზაფხულში პაულო დიბალას ტრანსფერში ჩართონ.

Don Balon-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზადაა „იუვენტუსს“ პაულო დიბალას სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს და თან ისკოს სატრანსფერო უფლებებიც სრულად დაუთმოს.

თეგებიისკორეალი
0.114552