ფეხბურთი

16:37 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნანტში" 9 ნომერი გააუქმეს

ფრანგულმა „ნანტმა“ ემილიანო სალას სახელის უკვდავსაყოფად 9-ნომრიანი მაისური გააუქმა. აღნიშნულ ინფორმაციას „ნანტის“ ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

ამიერიდან, ფრანგულ გუნდში 9-ნომრით ვერავინ ითამაშებს და ის სამუდამოდ დარჩება 28 წლის ფეხბურთელის საკუთრებად, რომლის ცხედარის იდენტიფიცირება გუშინ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ სალა „ნანტიში“ 2015-2019 წლებში თამაშობდა და 133 მატჩში 48 გოლი გაიტანა. არგენტინელი ფეხბურთელი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა და მისი გვამი ლა მანშის სრუტეში იპოვეს.

სალა იანვარში „ნანტიდან“ „კარდიფში“ გადავიდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ახალ გუნდში სათამაშოდ მიფრინავდა, ლაინერი რადარებიდან გაქრა და კატასტროფა განიცადა. 28 წლის არგენტინელის ცხედარს ორკვირიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

0.154331