ფეხბურთი

19:03 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსმა "მანჩესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"მანჩესტერ იუნაიტედი" 26 წლის ინგლისელმა მცველმა ფილ ჯონსმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჯონსი 2011 წელს "მანჩესტერში" "ბლექბერნიდან" გადავიდა. მას შემდეგ მცველმა "წითელი ეშმაკუნების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 208 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ფილმა 11 მატჩში მიიღო მოანწიელობა. 2011 წლიდან ჯონსი ინგლისის ნაკრების წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11103