ავტოსპორტი

1:45 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

FIA-მ ორ გუნდს ახალი სახელები დაუმტკიცა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ახალი სეზონის დაწყებამდე ორ გუნდს - „ფორს ინდიას“ და „ზაუბერს“ ახალი სახელები, შესაბამისად, „რეისინგ პოინტ“ და „ალფა რომეო რეისინგ“ დაუმტკიცა. ორივე გუნდმა სახელთან ერთად, შასის დასახელებაც გამოცვალა.

მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე „ალფა რომეოს“ წარმდგენად, კომპანია „ზაუბერ მოტორსპორტი“ რჩება. სახელი „ფორს ინდია“ კი სრულად გაქრა - „რეისინგ პოინტ F1 ტიმის“ წარმდგენად, FIA-ს განაცხადში კომპანია „რეისინგ პოინტ ლიმიტედია“ შეყვანილი.

ორივე გუნდს უკვე დაგეგმილი აქვს ახალი სარბოლო ავტომობილის პრეზენტაცია. „რეისინგ პოინტი“ თავის ბედაურს პირველად ტორონტოში (კანადა), 13 თებერვალს გვიჩვენებს. „ალფა რომეო“ კი თავის ბოლიდს პირველად ტესტების დაწყების დღეს, 18 თებერვალს, ბარსელონაში წარადგენს. და ეს ფორმულა ერთში იტალიური ბრენდის პირველი გამოჩენა იქნება 1985 წლის შემდეგ.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110724