ფეხბურთი

0:30 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერს ოთხი შემოთავაზება აქვს

ლონდონის "არსენალის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს ოთხი შემოთავაზება აქვს. აღნიშნული ინფორმაცია The Times-მა გაავრცელა. ერთ-ერთი წინადადება "პარი სენ ჟერმენისაა", რომელიც ფრანგს კლუბში ერთ-ერთ მაღალ პოზიციას სთავაზობს.

ვენგერს ასევე ერთ-ერთი ეროვნული ნაკრების ჩაბარებასაც სთხოვენ, ჯერჯერობით კი უცნობია თუ რომელ ქვეყანაზეა საუბარი. არსენს ორი შემოთავაზება აქვს ევროპული კლუბებიდან.

ვენგერის 22 წლიანი მოღვაწეობა "არსენალში" გასულ წელს დასრულდა. "მეთოფეებმა" ფრანგის ხელმძღვანელობით 1212 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 700 მოიგო, ხოლო 262 მატჩი ფრედ დაასრულა. ვენგერის "არსენალმა" პრემიერლიგა სამჯერ მოიგო, ხოლო თასი და სუპერთასი შვიდ-შვიდჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12033