ფეხბურთი

23:04 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალი" - "ესპანიოლს" ჩინეთში 40 მილიონმა ადამიანმა უყურა

აზიელი ფეხბურთელების ევროპაში თამაში იშვიათი და უცხო მოვლენა არაა, მაგრამ მათ შორის ჩინელი მოთამაშები ნამდვილად არ გამოირჩევიან. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი, „შანხაისა“ და ჩინეთის ნაკრების ფორვარდი ვუ ლი ბარსელონას „ესპანიოლში“ გადავიდა.

ბუნებრივია, ამ ტრანსფერს ჩინეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს პირველივე მატჩში დამტკიცდა. 3 თებერვალს, „ესპანიოლი“ – „ვილიარეალს“ ესტუმრა (2:2) და როგორც გაირკვა, ამ შეხვედრას 40 მილიონი ჩინელი უყურებდა.

მიზეზი რა თქმა უნდა, ძნელი გამოსაცნობი არაა - ვუ ლი. აზიელი ფეხბურთელის დებიუტი სწორედ „ლა კერამიკაზე“ შედგა, მოედანზე 78-ე წუთზე დიდაკ ვილას ნაცვლად გამოჩნდა.

თუმცა, ეს 12 წუთიც საკმარისი გამოდგა იმისთვის რომ მისი თამაში სამშობლოში 40 მილიონ ადამიანს ენახა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127311